www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:37 30.11.2016
როდის არ უნდა დავნიშნოთ ქორწილი 2017 წელს
დამეთანხმებით ალბათ იმაში, რომ ქორწინება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ერთობ მნიშვნელოვანი და კარდინალური ცვლილებების მომტანი მოვლენაა. ამიტომაც ევროპაში ფართოდაა აპრობირებული ასტროლოგიური გათვლების მიხედვით შეირჩეს უშუალოდ ქორწინების თარიღი. იმიტომ რომ, როგორც ადამიანის ბედსა და ხასიათზე ახდენენ პლანეტები გავლენას, ანალოგიური გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ ახალშექმნილი ოჯახის ბედზეც. ოჯახი ხომ თავისებური "ცოცხალი ორგანიზმია", რომელსაც ასევე გააჩნია განვითარების სტადიები და თავისებურებები. 2017 წელი სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ დატვირთული იქნება დრამატული ისტორიებით, ხმაურიანი და რომანტიკული ურთიერთობებით. ზოგადად მამალი ხელს შეუწყობს ადამიანებში საკუთარი ემოციების ვულკანურად ამოფრქვევის პრეცედენტებს და ბევრი ჩვენგანი იქნება მიდრეკილი ამ წელს საკუთარი გრძნობები ერთობ დრამატულად და ემოციურად გამოხატოს. 

სასიყვარულო კავშირებსა და მათი განვითარების ჰარმონიულობაზე, პლანეტა ვენერა აგებს პასუხს. ამიტომ რომანები და ქორწინება, რომელიც ვენერას დადებით ასპექტებს ემთხვევა, როგორც წესი, ყოველთვის მყარი, პერსპექტიული და ამაღელვებელია. 

თუმცა, არსებობს მომავალ წელს ვენერას ნეგატიური პოზიცია და ტრანზიტებიც, რომელთა დროსაც სასურველი არ გახლავთ ქორწინების რეგისტრაცია ან ახალი, მნიშვნელოვანი ურთიერთობების წამოწყება. ეს პერიოდებია: 

4 თებერვლიდან - 16 აპრილის ჩათვლით;

29 აპრილიდან - 7 ივნისის ჩათვლით;

21 სექტემბრიდან - 15 ოქტომბრის ჩათვლით;

8 ნოემბრიდან - 2 დეკემბრის ჩათვლით.

სხვა დანარჩენ პერიოდებში თამამად შეგიძლიათ დაგეგმოთ ურთიერთობის დაკანონება და ქორწინების რეგისტრაცია. დარწმუნებული იყავით, რომ თუკი ვარსკვლავების კეთილგანწყობით სავსე პერიოდს დაამთხვევთ ოჯახის შექმნას, თქვენი და თქვენი პარტნიორის სამომავლო კავშირი ურყევი, სტაბილური და რაც მთავარია, ძალიან ბედნიერი იქნება!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 14°-19°
მთავარი