www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:23 28.05.2014
რა უნდა გახსოვდეს თუ სეზონურ სასიყვარულო ურთიერთობას იწყებ

ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადახდენია სეზონური რომანი. თუ ასე არ არის, მაშინ გირჩევთ სცადოთ! ეს ურთიერთობა განსაკუთრებულია და არც თუ ისე ჩვეულებრივი, ეს ყოველივე განსაკუთრებულად უნდა მიღოთ. შეგახსნებთ რამდენიმე წესს, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სეზონური სასიყვარულო ურთიერთობის დროს:

არ გარისკოთ...

თქვენ არ იცნობთ კარგად ახლადგაცნობილ მეგობარ ბიჭს და არც დრო გექნებათ გაიცნოთ იგი უკეთ. ასე რომ არ წახვიდეთ არავითარ ავანტურაზე და არ გქონდეთ ურთიერთობა საეჭვო პირებთან.

სეზონური რომანი შვებულების ამოწურვისთანავე დასრულდება

რა თქმა უნდა ბედნიერი გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, აუცილებლად უმრავლესობაში ამოყოფთ თავს. ამიტომ მომხდარი განსაკუთრებით სერიოზულად არ აღიქვათ და უბრალოდ მომენტით დატკბით.

იყავით გულწრფელი

ნებისმიერი ურთიერთობა გულწრფელობაზე უნდა იყოს აგებული. ამიტომ ტყუილები არ ღირს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი ურთიერთობა მალე დასრულდება და შესაძლოა აღარასდროს აღარ შეხვდეთ.

სეზონური სასიყვარულო ურთიერთობა თქვენს ყოფილ მეგობარ ბიჭს არ აეჭვიანებს

ეს არ უნდა იყოს თქვენი სეზონური სასიყვარულო ურთიერთობის მიზანი. დატკბით ამ მომენტით მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სიტუაცია შეგექმნათ და ახალი მეგობარი დაუვიწყარ ემოციას გჩუქნით. ყოფილი მეგობარი მამაკაცი კი უბრალოდ დაივიწყეთ!

არ წამოიწყოთ სეზონური სასიყვარულო ურთიერთობა ნაცნობთან

არის შემთხვევები, როცა დასასვენებლად წასულ ადამიანებს ნაცნობები ხვდებათ. ყოველდღიურობაში მათ ყურადღებას არ აქცევენ, შვებულების დროს კი აღმოაჩენენ, რომ მათთან რაღაც აკავშირებთ. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რადგან სეზონის დასრულების და შესაბამისად ურთიერთობის დამთავრების შემდეგ, შინ დაბრუნებულებს თქვენს ნაცნობთან გარკვეული ურთიერთობის შენარჩუნება მოგიწევთ.

იცოდე როდის არის დამშვიდობება საჭირო

როგორც წესი თქვენი ან თქვენი ახალი მეგობრის წასვლის შემდეგ ყოველგვარი ურთიერთობა სრულდება. სჯობს ასე მოიქცეთ და არ ეცადოთ ურთიერთობის გაგრძელებას. სეზონური სასიყვარულო თავგადასავლის სიამოვნება ხომ ხანმოკლეობაში მდგომარეობს?!

იყავით სეზონური სასიყვარულო ურთიერთობისთვის მზად

რათა დაიწყოთ სეზონური სასიყვარულო ურთიერთობა მზად უნდა იყოთ ამ ყოველივესთვის. პირველ რიგში მორალურად. დამშვიდდით, მოემზადეთ დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის და თავადაც ვერ შეატყობთ, როგორ გამოჩნდება თქვენი „სეზონური“ მეგობარი ბიჭი. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1865
EUR3.5071
GBP3.9028
RUB4.4949
თბილისი 14°-30°
ქუთაისი 14°-22°
ბათუმი 15°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia