www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:51 25.06.2014
კიკეთში მეგობრის მიერ ჩაცხრილული ბიჭი ლევან ვასაძემ გადაარჩინა
კვირის პალიტრა

კიკეთის სისხლიანი ინციდენტი - ბავშვობის მეგობარმა მეგობარს 25 ტყვია ესროლა

"იმიტომ მიასწრეს საავადმყოფომდე, რომ ლევანი გიჟივით მიქროდა, თორემ როგორც ექიმებმა თქვეს, წამები იყო საჭირო და ნიკა ცოცხალი აღარ იქნებოდაო..."

24 წლის ნიკა ნ. გვიან ღამით თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ურთულეს მდგომარეობაში მიიყვანეს, - ის სისხლისაგან იცლებოდა. საავადმყოფოს მედპერსონალი, მცდელობის მიუხედავად, დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებს - დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარება სტაბილურად მძიმეა. ექიმები ვერ წყვეტენ, ჩაატარონ თუ არა ურთულესი ოპერაცია, შესაძლოა მან ეს ვერ გადაიტანოს. თუმცა, თუკი ოპერაცია ჩატარდა, პაციენტს რეზუსდადებითი პირველი ჯგუფის სისხლი დასჭირდება, რასც ოჯახის ნაცნობ-მეგობრები გაიღებენ.

როგორც დაჭრილის ახლობლები ამბობენ, ნ. ნ ახლო მეგობრებთან ერთად შაბათ-კვირას კიკეთში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებმა იქეიფეს...

ლ.დ; დაჭრილის ახლობელი: 

- ბიჭები შაბათ-კვირას კიკეთში საქეიფოდ ავიდნენ. ყველა ბავშვობის მეგობარი იყო. ამიტომ ასეთი რამე თუ მოხდებოდა, ვინმე ვინმეს ესროდა, ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა... 

-კონკრეტულად რა მოხდა? ამბობენ, რომ ჩხუბი გოგონას გამო მოხდაო...

ეგ ვერსია სწორი არ არის, ნიკას ცოლი ჰყავს. უბრალოდ, ბიჭები წალაპარაკდნენ და ეგ იყო. 

- რაზე წალაპარაკდნენ?

- ჩვეულებრივი კამათი იყო, ასეთი კამათი ყოველთვის ხდება ბიჭებში, გასაკვირი რა არის?

- გასაკვირი ის არის, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი ნიკას ბავშვობის მეგობარმა ამოიღო და სროლა დაიწყო. ამბობენ რომ, ნიკას არა 14, როგორც პირველად ითქვა, არამედ 25 ტყვია ესროლეს... 

- ჰო, ისროდა, რაც მოხვდებოდა, მოხვდებოდა...

- მერე?

- მერე დააგდო იარაღი და გაიქცა. ნიკა რომ წაქცეული დაინახეს, ერთი გამოვარდა და მშველელს დაუწყო ძებნა. კიდევ კარგი, ამას მაინც მიხვდნენ, - სასწრაფოს მოსვლამდე ნიკა სისხლისგან დაიცლებოდა და იქვე მოკვდებოდა.

- მერე?

- ღამე იყო, იმ სიბნელეში, აბა, ვინ იქნებოდა გარეთ, მაგრამ ბოლოს ერთი მანქანა გამოჩნდა და ის ადამიანი გაიქცა და იმ მანქანას პირდაპირ გადაუდგა. მძღოლმა რომ გააჩერა, ფეხებში ჩაუვარდა, - გვიშველეო, ლევან ვასაძის მანქანა იყო. ეგ კაცი ხომ კიკეთში ცხოვრობს. კიდევ კარგი, ლევანი იყო, - ბევრი მაგალითი არსებობს, რომ დაჭრილ და სისხლიან კაცს მანქანაში არ სვამენ და საავადმყოფოში არ მიჰყავთ, - შარში გავეხვევითო. ნიკა თავად ლევანმა მიიყვანა საავადმყოფოში. იმიტომ მიასწრეს საავადმყოფომდე, რომ ლევანი გიჟივით მიქროდა, თორემ როგორც ექიმებმა თქვეს, წამები იყო საჭირო და ნიკა ცოცხალი აღარ იქნებოდაო... 

... გავრცელებული ინფფორმაციით, ნიკა. ნ-ს მამა ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, "რომპეტროლის" მეწილეა. დამნაშავის ვინაობა ცნობილია. ის ჯერჯერობით სამართალდამცავებს არ აუყვანიათ, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD3.1172
EUR3.4626
GBP3.8613
RUB4.4772
თბილისი 15°-29°
ქუთაისი 15°-28°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia