www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:26 23.07.2014
ორ დღეში მომხდარი უბედური შემთხვევები - საქართველო

შავ ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. ახალგაზრდას გარდაცვალების ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს

შემთხვევა დღეს დილით ფოთში მოხდა.

ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აეროპორტის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალბატონს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რაც სატრანსპორტო საშუალების მოძაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალციხეში სისხლიან გარჩევას ჰქონდა ადგილი. გვიან ღამით ქალაქის ცენტრში 37 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. თვითმხილველთა განცხადებით, დაშავებულს დაზიანებები მუცლისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით დამნაშავე დაკავებულია, საქმეზე კი მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ქარელის რაიონში შუა ხნის მამაკაცმა თავი საკუთარ ეზოში ჩამოიხრჩო.

შემთხვევა სოფელ ურბნისში მოხდა.

როგორც ადგილობრივები „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებენ, გ.კ. გუშინ, გვიან ღამით სახლში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, შემდგომ სახლი დატოვა და მოგვიანებით მეუღლემ ის ეზოში ჩამომხრჩვალი ნახა.

ადგილობრივებისთვის მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ნახალოვკაში 26 წლის მამაკაცი მოკლეს.

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შემთხვევა 21 ივლისს მოხდა.

ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კახეთში 86 წლის მამაკაცი საყვარელთან სექსის დროს გარდაიცვალა. მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს შს სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.

შემთხვევა წინა კვირას კახეთის ერთ-ერთ რაიონში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ასაკოვანი მამაკაცის გულმა დატვირთვას ვეღარ გაუძლო და სექსის დროს გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
ვალუტა ამინდი
USD2.8299
EUR3.0571
GBP3.6537
RUB4.398
თბილისი 4°-14°
ქუთაისი 6°-17°
ბათუმი 6°-16°
მთავარი