www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:14 03.09.2014
ლაშა მახარაძის მკვლელობის დეტალები - იცნობდა თუ არა გარდაცვლილი მკვლელს?

გუშინ, გვიან ღამით საზარელი მკვლელობა მოხდა ვაკეში აბაშიძის 48 ნომერში. 27 წლის ლაშა მახარაძე ქუჩაში მოკლეს.

როგორც „კურიერთან“ თვითმხილველი აცხადებს, ავტომობილს, რომლიდანაც მახარაძეს ესროლეს, რუსული სანომრე ნიშნები ჰქონდა, თუმცა ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. მკვლელი ML-ის მარკის შავი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ჩნდება ვერსია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილი მკვლელს იცნობდა, რადგან გასროლამდე იგი ავტომობილს მიუახლოვდა და სავარაუდო მკვლელს ესაუბრებოდა, რა დროსაც გასროლა მოხდა, შემდეგ კი ავტომობილი დიდი სისწრაფით მოსცილდა შემთხვევის ადგილს.  

ასევე ცნობილია, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანა, შედეგად მახარაძის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მეგობრებს მოუწიათ.

მახარაძე საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. ქირურგების განმარტებით, მას აორტა ჰქონდა დაზიანებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაშა მახარაძე წარსულში ნასამართლევი იყო, მას მკვლელობის მცდელობისთვის 16 წელი ჰქონდა მისჯილი და სასჯელს იხდიდა, მოგვიანებით კი ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8555
EUR3.221
GBP3.5862
RUB4.5596
თბილისი 17°-32°
ქუთაისი 18°-28°
ბათუმი 19°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia