www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:42 02.07.2015
29 წლის მამაკაცმა 3 წლის გერი გააუპატიურა - შემთხვევა თბილისში

შემზარავი ფაქტი ვრცელდება გაზეთ „კვირის პალიტრას“ მეშვეობით, სადაც საუბარია იმაზე, რომ 29 წლის მამაკაცმა 3 წლის გერი გააუპატიურა. ოჯახის წევრებისა და არასრულწლოვანის ვინაობა მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვიდან გამომდინარე არ ვრცელდება. შემთხვევა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მოხდა.

ეჭვმიტანილი მეორე დღესვე დააკავეს. შს სამინისტროში ამ ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ საქმე 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აღიძრა ("სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედება, წინასწარ შეცნობით მცირეწლოვნის მიმართ"). ექსპერტიზამ ა. კ. შეურაცხადად ცნო და ახლა იგი ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს...

„კვირის პალიტრა“ გოგონას დედას ესაუბრა:

„ბოლო ორი თვე შეიცვალა,­ ჩხუბობდა, არ მოსწონდა ჩემი დალაგებული სახლი და გაკეთებული­ საჭმელი, მცემდა კიდეც, მაგრამ რას ვიფი­ქრებდი, თუ ასეთ საშინელებას ჩაიდენდა. იმ საზარელ დღეს მაღაზიაში გავედი. ბავშვი­ ოთახში თამაშობდა. დედამთილს ვთხოვე, ბავშვს­ მიხედე-მეთქი. მალე დავბრუნდი. მისაღებ ოთახში ბავშვი აღარ დამხვდა. მოვიკითხე. დედამთილმა მითხრა, დავაძინეთო. საძინებელში რომ შევედი, ბავშვი ოფლში ცურავდა, ძლივს სუნთქავდა. სიცხე გავუზომე,  39-მდე ჰქონდა. პამპერსის გამოცვლა დავაპირე... ბავშვი სისხლისგან იცლებოდა. დედამთილს და მეუღლეს მივვარდი, რა დაემართა ჩემს შვილს-მეთქი. იმათ - ალბათ, სათამაშო მოირტყაო... მაშინვე სასწრაფოში დავრეკე. მას პატრულიც მოჰყვა. ჩემმა ქმარმა პატ­რული რომ დაინახა, ცემა დამიწყო... ბავშვი­ იაშვილის კლინიკაში წავიყ­ვანეთ. არ უთქვამთ ექიმებს, რა სჭირდა... რას ვიფიქრებდი, ასეთი საშინელება თუ ჰქონდა ჩემს ქმარს გაკეთებ­ული. ბავშვი გვიან ღამით შინ წამოვიყვანეთ. 

მეორე დილით სოციალური მუშაკი მოვიდა პატრულთან ერთად­, - საავადმყოფოში უნდა გადავიყ­ვანოთო. ჩვენ სასამართლოში წაგვიყვანეს. ჩემი მხეცი ქმარი მაშინვე დააკავეს. აღიარებით ჩვენებაში ამბობს, პასტით მივაყენე დაზიანებებიო... არადა, გააუპატიურა, ბავშვზე ძალა იხმარა...“, - აცხადებს ქალბატონი. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2019
ივნისი 2019
ივნისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.7871
EUR3.1229
GBP3.5084
RUB4.3536
თბილისი 19°-32°
ქუთაისი 19°-34°
ბათუმი 21°-27°
მთავარი