www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:12 14.05.2014
Armani-ს იმპერია

თანამედროვე მსოფლიოში, Armani Group მოდის სამყაროში ერთ–ერთი წამყვანი ბრენდია. აღნიშნულ კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 13 საწარმო აქვს გახსნილი და სულ 4600 ადამიანია დასაქმებული. გუნდი შეიმუშავებს, ქმნის, აწარმოებს და საზოგადოებამდე მიაქვს. გარდა ტანსაცმლისა, ბრენდი აქსესუარებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებსაც აწარმოებს. ბრენდის ქვეშ შემდეგი სავაჭრო მარკებია გაერთიანებული: Giorgio Armani, Armani Collezioni, Emporio Armani, AJ | Armani Jeans, A/X Armani Exchange, Armani Junior და Armani Casa.

დღეისათვის ბრენდი 37 ქვეყანას მოიცავს და სულ 11 Armani Collezioni–ს, 122 Emporio Armani–ს, 71 A/X Armani Exchange–ს, 13 AJ | Armani Jeans–ის, 6 Armani Junior–ის, 1 Giorgio Armani Accessori–სა და 17 Armani Casa–ს მაღაზია აქვს გახსნილი.

ბრენდის ისტორია

კომპანია Giorgio Armani S.p.A 1975 წელს 24 ივლისს მილანში შეიქმნა, სერჟიო გალეოტისა და ჯორჯო არმანის მიერ. ეს უკანასკნელი დღემდე ბრენდის ხელმძღვანელი და ერთადერთი აქციონერია. გარკვეული დროის შემდეგ, იმავე წელს წარმოდგენილ იქნა ტანისამოსის კოლექცია სახელწოდებით, Giorgio Armani Borgonuovo 21.

ერთწლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ Giorgio Armani S.p.A.–მ გააფართოვა საკუთარი წარმოება. 1978 წელი მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კომპანიისთის, მან სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა Gruppo Finanziario Tessile–სთან.

 1979 წელს ბრენდმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საკუთარი საწარმო გახსნა. სამოცდაათიანი წლების მიწურულს, ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით ერთ–ერთი წამყვანი სამოდელო სახლი გახდა და რამდენიმე ახალი ხაზიც გამოუშვა. მათ შორის: Le Collezioni, Mani, Armani Junior და Giorgio Armani.

ოთხმოციანი წლების დასაწყისში, კომპანიამ მნიშვნელოვანი სალიცენზიო ხელშეკრულება გააფორმა L'Oreal–თან. ამ ხელშეკრულების საშუალებით, ბრენდმა პარფიუმერული ნაწარმის გამოშვებაც დაიწყო. ამავე პერიოდში, კომპანიამ Emporio Armani–ს პირველი მაღაზია გახსნა. კომპანიამ კომერციული და მარკეტინგული დანაყოფების გაძლიერება დაიწყო.

ოთხმოციანი წლების მიწურულისთვის, კომპანია კვლავ განაგრძობდა მთელი მსოფლიოს დაპყრობას და საზღვრებს გარეთ ფურორის მოხდენას. 1987 წელს ბრენდმა Giorgio Armani Japan გახსნა. 1988 წელს ხელი მოეწერა სალიცენზიო შეთანხმებას Luxottica Group Spa–სთან.

ამის შემდეგ, კომპანიამ კაპიტალის ჩადება სხვადასხვა მცირე კომპანიებში დაიწყო. მაგალითად ისეთებში, როგორებიცაა: Intai Spa, Antinea Srl და Simint Spa.

1999 წელს ახალი, აქსესუარების დანაყოფი შეიქმნა. ამერიკის შეერთებულ შატტებში ვირტუალური სავაჭრო ცენტრი, www.armaniexchange.com შეიქმნა.

2000 წელს, შექმნიდან 25 წლის შემდეგ, ბრენდი მოდის სამყაროში ყველაზე მტკიცე და ავტორიტეტულ სამოდელო სახლს წარმოადგენდა. კომპანიამ საერთაშორისო ინტერნეტ საიტიც გახსნა სახელწოდებით, www.giorgioarmani.com. ამის შემდეგ, კომპანიამ მილანში Giorgio Armani Accessori–ს მაღაზია გახსნა.

2003 წელიც მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბრენდისთვის. კომპანიამ 11 ახალი მაღაზია და 30 გრანდიოზული სავაჭრო ცენტრი გახსნა. მათ შორის იყო მულტიბრენდული სავაჭრო ცენტრი Armani, რომელიც 12 სართულიანია და 1000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული.

ბრენდი დღემდე წარმატებით განაგრძობს მოღვაწეობას. ყოველწლიურად უფროდაუფრო მეტ სავაჭრო ცენტრებს ქმნის და საზოგადოებას თუ თაყვანისმცემლებს მშვენიერი კოლექციებით აოცებს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 13°-23°
ქუთაისი 13°-24°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia