www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:15 14.05.2014
ადამიანი-ლეგენდა, ნიკოლას ჰაიეკი და მისი Swatch group

Swiss watch. როცა ჩვენ ეს სახელწოდება გვესმის, მაშინ, თითოეულ ჩვენთაგანს სხვადასხვა ბრენდი ახსენდება. ის, რომელსაც იგი უპირატესობას ანიჭებს, ან ის საათები, რომელთა შეძენაც ოცნებად აქვს ქცეული. მაგრამ ჩვენგან 90 პროცენტი ერთსა და იმავე ბრენდს დაასახელებს. ყველაზე ცნობილ, შეუდარებელ და მსოფლიოს უძლიერეს ჰოლდინგს.

კომპანია Swatch group მსოფლიოს 250 უდიდეს ჰოლდინგში შედის. აღსანიშნავია, რომ ყოველ ორ წამში, კომპანია ახალ საათს ქმნის და უშვებს.

ნიკოლას ჰაიეკი: ადამიანი-ლეგენდა

Swatch group-ის ისტორია 20 წლის წინ დაიწყო. ვინ იცის, იარსებებდა თუ არა ეს გიგანტი დღეს, რომ არა ადამიანი, რომელიც კომპანიის დაარსებიდან დღემდე, ხელმძღვანელობს მას. საუბარი ნიკოლას ჰაიეკზეა.

ნიკოლას ჰაიეკი ლიბიაში დაიბადა. მაგრამ 15 წლის ასაკში, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. მან საკუთარი საინჟინრო ბიურო დააარსა, შემდეგ კი საკონსულტაციო ფირმა ჩამოაყალიბა, რომლის მომსახურებითაც სარგებლობდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: US Steel, Nestle, Volkswagen, Alfa-Romeo, Daimler-Chrysler, Siemens, BMW და სხვები.

ნიკოლას ჰაიეკს დასახმარებლად მაშინაც მიმართეს, როცა შვეიცარიის სასაათო ინდუსტრიის განვითერების საკითხი იდგა დღის წესრიგში. აღსანიშნავია, რომ საათები, Swiss watch-ის მარკის ქვეშ, ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცნენ. სწორედ ამიტომ, აუცილებელი იყო შეუძლებელის გაკეთება, რათა ქვეყნის სასაათო იდუსტრია კრიზისიდან გამოსულიყო. გამოსავალი შემდეგში მდგომარეობდა: საათების წარმოება იაპონელებისთვის უნდა მიეყიდათ. ისინი იმ დროისათვის, მთავარი კონკურენტები იყვნენ, ამასთანავე, მზად იყვნენ, შვეიცარული სასაათო ინდუსტრიის რეორგანიზაციაში დიდი თანხები ჩაედოთ. ნიკოლას ჰაიეკს ამ გეგმის შესრულებაზე თანხმობა უნდა განეცხადებია.

თუმცა, ამ უკანასკნელმა აღნიშნული საკითხის გადაჭრა, სხვა გზით სცადა. მან გადაწყვიტა გაეერთიანებინა არსებული სასაათო დანაყოფები, SSIH და ASUAG და ერთი, ახალი ჰოლდინგი მიეღო. ასეც მოიქცნენ. კომპანიის აქციების 51 პროცენტი ჰაიეკმა შეიძინა. ახალი სასაათო ჰოლდინგი 1983 წელს ჩამოყალიბდა. ეს რაღაც ინოვაციური, შეუდარებელი სიახლე იყო. ნიკოლასმა იმ იდეის შესრულება შეძლო, რომელიც თავდაპირველად არარეალურად ეჩვენებოდა.

სახელწოდების ისტორიაზე

მას შემდეგ, რაც ახალი კომპანიის შექმნასთან დაკავშირებით, ყველა დოკუმენტი ხელმოწერილი და მოწესრიგებული იქნა, თავი პრობლემამ იჩინა: რა სახელი უწოდონ ჰოლდინგს. ამ საკითხზე ბევრი ფიქრის შემდეგ, იდეა მეტად მარტივად დაიბადა. კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც შესასვენებლად ემზადებოდა, დაფაზე რამდენიმე სიტყვა ჩამოწერა. ეს სიტყვები იყო: Swiss watch და Second watch. ამის შემდეგ ეს სიტყვები ერთმანეთში აურიეს, შეცვალეს კომბინაციები და მიიღეს გიგანტი ჰოლდინგის დღევანდელი სახელწოდება, Swatch. ეს გახლავთ მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი სიტყვა.

Swatch group-ის ისტორია

„ლუქს-კლასის საათები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს“, - ამ დევიზის ქვეშ დაიწყო ნიკოლას ჰაიეკმა თავისი პოლიტიკა. Swatch group-ში გაერთიანებული იყო, შვეიცარიის თითქმის ყველა მსხვილი სასაათო კომპანია. მათ შორის: Breguet, Blancpain, Glashutte, Jaquet Droz, Leon Hatot, Omega, Rado, Longines, Union, Balmain, Calvin Klein, Tissot, Hamilton, Certina, Mido, Lanco, Flik Flak, Swatch.

Swatch group-მა დაამტკიცა, რომ სახასიათო, არ ნიშნავს ძვირფასს. საათების მექანიზმები საკმაოდ გამარტივდა. რამაც მასი ღირებულების საგრძნობი კლება განაპირობა. კომპანიამ შეძლო ისეთი ნივთების დამზადება, რომლებიც ელიტალურად, მაგრამ ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომად ითვლებოდნენ.

როგორ უნდა იცხოვრო კონკურენტებთან ერთად ერთ ჭერქვეშ?

მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელიც ადამიანს აუცილებლად უჩნდება. საოცარია, როგორ შეუძლია ამდენ სასაათო ბრენდს გვერდიგვერდ ისე არსებობა, რომ ერთმანეთს კონკურენცია არ გაუწიონ? უბრალოდ, ნიკოლას ჰაიეკმა, თავიდანვე ისე მოაგვარა ეს პრობლემა, რომ მას თავი არც ჰქონდა გამოჩენილი ჯერ. მან საკმაოდ შეამცირა თითოეული ბრენდის შესაძლებლობები. დღეისათვის კი აკონტროლებს იმას, რომ არცერთმა მათგანმა საკუთარ უფლებამოსილებებს არ გადააჭარბოს.

ნებისმიერ კომპანიას, რომელიც Swatch group-ში შედის, საკუთარი სტილი, ფილოსოფია და აუდიტორია გააჩნია. სწორედ ამიტომ, მათ შორის არავითარი კონკურენცია არ არსებობს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2019
ივნისი 2019
ივნისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.7871
EUR3.1229
GBP3.5084
RUB4.3536
თბილისი 19°-32°
ქუთაისი 20°-34°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia