www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:21 23.11.2016
სახლის მეპატრონე, სადაც დანაწევრებული გვამი აღმოაჩინეს მომხდარის დეტალებს იხსენებს

კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა თბილისში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბურთალოზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. სამართალდამცავი უწყება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ურთიერთშელაპარაკების დროს მომხდარ მკვლელობაზე საუბრობს.

სახლის მეპატრონე კი, სადაც სამართალდამცავებმა მამაკაცის დანაწევრებული გვამი იპოვეს, ჩხუბის ფაქტს ვერ იხსენებს, თუმცა დავით იობაძე არ გამორიცხავს, რომ მისმა მეგობრებმა მის კუთვნილ ბინაში მაშინ იჩხუბეს, როდესაც ის სახლში არ იმყოფებოდა.

იობაძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთ-ერთი მეგობრის  ოთარ აზნაურაშვილის დაკავებასაც ადასტურებს.

იობაძე ამბობს, რომ მას ცხედრის ამოღების ფაქტი არ უნახავს.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს, 1987 წელს დაბადებული ო.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1963 წელს დაბადებული დ.წ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით თბილისში აიყვანეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1976 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ო.ა.-მ ცხედარი თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსოში დამალა.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2020
აპრილი 2020
აპრილი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD3.174
EUR3.4295
GBP3.9037
RUB4.1547
თბილისი 0°-6°
ქუთაისი 5°-16°
ბათუმი 6°-11°
მთავარი