www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:34 13.06.2014
ოთხი უბედური შემთხვევა, რომელიც საქართველოში ბოლო ორ დღეში მოხდა

ძლიერი ქარის შედეგად უბედური შემთხვევა მოხდა გუშინ ვარკეთილის მესამე მასივში, ხომლელის ქუჩაზე, მერვე კორპუსთან.

თვითმხილველების ინფორმაციით ქუჩაში მიმავალ ახალგაზრდა მამაკაცს მაღალსართულიანი კორპუსის აივნიდან გადმოვარდნილი ნივთი დაეცა. მათივე ინფორმაციით ახალგაზრდამ თვაის ძლიერი ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

შსს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებს, მათივე ინფორმაციით დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

 

ხულოს რაიონში 50 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხედარი ბათუმში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ვანში ცენტრში, გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა. ინფორმაციას უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"გუშინ ღამით, ვანის ცენტრში, ბაზართან საშინელი ყაჩაღობა მოხდა.

ოჯახში შეიჭრნენ, დააუთოვეს და ყური მოაჭრეს (ჩვენი ინფორმაციით) ოჯახის ერთერთ წევრს გოგიბერიძეს. შეეშვი საბურავების ძებნას და საქმეს მიხედე!!!

კრიმინალმა იკლო თურმე...", - წერს ხაჩიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებით, ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

დიდუბის მეტორსადგურთან, ამ წუთებში,. დაახლოებით 41 წლის ქალბატონს ტრაილერმა გადაუარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. ტრაილერის მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8687
EUR3.2178
GBP3.558
RUB4.567
თბილისი 19°-33°
ქუთაისი 20°-30°
ბათუმი 22°-25°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia