www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:09 15.07.2014
ადამიანები, რომლებსაც წარმატების მისაღწევად დიდი დრო დასჭირდათ
people.ge

იმედი არ გაგიცრუვდეთ თუ საქმე არ გამოგდით, წარმატება მომენტალურად არ მოდის. ადამიანთა უმრავლესობა 30 წლის ასაკში კრიტიკულად უყურებს საკუთარ ცხოვრებას და ხვდებიან, რომ ვერ მოახერხეს მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება. მათ უჩნდებათ მტანჯველი შეხედულება, რომ დრო გავიდა და არსებულ ვითარებას უნდა შეეგუონ.

რეი კროკი McDonald’s-ის დამფუძნებელი

52 წლმადე ქაღალდის ჭიქებს ყიდდა

„1954 წელს მე 52 წლის ვიყავი, მქონდა დიაბეტი და ართრიტი. ამომაჭრეს ნაღვლის ბუშტი და ფარისებრი ჯირკვლის დიდი ნაწილი. მაგრამ მე მჯეროდა მომავლის“, - ასე გაიხსენა რეი კროკმა საბედისწერო მომენტი, როცა მან ძმები მაკდონალდსები გაიცნო.

მრავალ დააავდებასთან ერთად, იგი იყო ყრუც და ღარიბიც. კროკი წარმატებული ბიზნესმენი იყო, მაგრამ მისი გეგმები მუდამ კრახს განიცდიდნენ. როცა 1954 წელს მას 15 ათასი დოლარი დასჭირდა, რათა „მაკდონალდსის“ ლიცენზია შეეძინა, არცერთმა ბანკმა არ მისცა მას კრედიტი. მოუწია ბინის ჩადება, ამის შემდეგ მან კიდევ 30 წელი იცოცხლა და 600 მილიონი ამერიკული დოლარის მფლობელი გახდა.

ჯოან როულინგი „ჰარი პოტერის“ ავტორი

31 წლამდე მარტოხელა დედა იყო

რომანის დაწერის იდეა მას 1990 წელს დაებადა, მომავალი შვიდი წლის განმავლობაში მან დაკარგა სამსახური, გაეყარა მეუღლეს და ცხოვრობდა შეჭირვებულად, სანამ 1997 წელს პირველი რომანი არ გამოაქვეყნა. ახლა ეს უკანასკნელი ყველაზე მოთხოვნადი ავტორია დიდ ბრიტანეთში. ხუთი წლის განმავლობაში მან განვლო გზა სიღარიბიდან მულტიმილიონერამდე.

ამანსიო ორტეგა Zara-ს მფლობელი

37 წლამდე კონსულტანტად მუშაობდა

ოჯახის სიღარიბის გამო ამანსიომ საშუალო სკოლის დამთავრებაც ვერ შეძლო და 13 წლის ასაკიდან მამაკაცის პერანგების მაღაზიაში კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. 37 წლის ასაკში კი ამანსიომ ქსოვილის საკუთარი საწარმო გახსნა.

თავდაპირველად ეს უკანასკნელი მეუღლესთან როსალიოსთან ერთად მოსაცმელებს, საღამურებს და ქალის თეთრეულს კერავდა. ეს ყოველივე კი მისი სახლის მისაღებ ოთახში ხდებოდა. ერთხელ, მომხმარებელმა დიდი რაოდენობის თეთრეული შეუკვეთა და ბიზნესის გადასარჩენად ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა თეთრეული თავად გაეყიდათ. 1975 წელს მათ გახსნეს ტანსაცმლის პატარა მაღაზია Zorba, ამანსიო მაშინ 40 წლის იყო. 2012 წელს კი Bloomberg-მა ორტეგა ევროპის უმდიდრეს ადამიანად აღიარა, მისი ჰოლდინგშე შემავალი ბრენდებია: Zara, Massimo Dutti, Bershka, Oysho, Pull & Bear, Zara Home, Stradivarius.

ჰარისონ ფორდი მსახიობი და პროდუსერი

30 წლამდე დურგალი იყო

1968 წელს ფორდმა ფილმში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ფილმიდან ყველა სცენა მისი მონაწილეობით ამოჭრეს. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა სამსახიობო კარიერა დაევიწყებინა და დურგალი გახდა, სანამ მას შემთხვევით არ შეხვდა ჯორჯ ლუკასი და არ შესთავაზა მონაწილეობა მიეღო ფილმში „ამერიკული გრაფიტი“. ჰარისონ ფორდი იმ მომენტისათვის 30 წლის იყო.

მერი კეი ეში Mary Kay-ს დამაარსებელი

45 წლამდე გაყიდვების აგენტად მუშაობდა

მერი კეი 25 წლის განმავლობაში გაყიდვების აგენტად მუშაობდა, ამდენი წლის განმავლობაში იგი არ დაუწინაურებიათ. იგი 45 წლის იყო, როცა სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა და დაწერა წიგნი ქალებსა და ბიზნესზე. წიგნის წერის პროცესი ბიზნეს-გეგმად იქცა მისი იდეალური კომპანიისა და გადაწყვიტა სახის მოვლის საშუალებების გაეყიდა. 1963 წელს მერი კეიმ მეუღლესთან ერთად Mary Kay Cosmetics დაარსა, რომლის პირველადი კაპიტალიც 5 ათასი ამერიკული დოლარი გახლდათ.

ჰენრი ფორდი Ford Motor Company-ს დამაარსებელი

კომპანიის დაარსების პერიოდშ იგი 40 წლის იყო

დაიბადა ემიგრანტების ოჯახში, წარმოშობით ირლანდიელი იყო, პატარა ასაკში გაიქცა სახლიდან და დეტროიტში ჩავიდა სამუშაოდ. 36 წლამდე ედისონის კომპანიაში ინჟინერ-მექანიკოსი იყო. პირველი ავტომობილი 30 წლის ასაკში შექმნა, საკუთარი კომპანია კი მხოლოდ 10 წლის შემდეგ დააარსა.

კომპანიამ განსაკუთრებული აღიარება 1908 წელს მოდელის Ford T-ს წარმოებაში ჩაშვებით მოიპოვა, ჰენრი ფორდი იმ დროისათვის 45 წლის იყო.

ურსულა ბერნსი Xerox-ის გენერალური დირექტორი

32 წლამდე კომპანი Xerox-ში უმნიშვნელო თანამდებობას იკავებდა

ურსულა მანჰეტენის საშიშ რაიონში დაიბადა - ქვედა ისტ-საიდში და ბავშვობა მიუსაფართა თავშესაფარში გაატარა. მან განათლება 1980 წელს მიიღო და  Xerox-ში სტაჟიორად მივიდა. 2009 წელს კი ეს ქალბატონი კომპანიის გენერალური დირექტორი და პირველი შავკანიანი ქალბატონი გახდა, რომელიც ამერიკულ კორპორაციას ხელმძღვანელობს.

შელდონ ანდელსონი Las Vegas Sands-ის დამფუძნებელი

30 წლამდე თმის მოვლის საშუალებებს ყიდდა

სკოლა 12 წლის ასაკში მიატოვა და რითი არ იყო დაკავებული: ყიდდა გაზეთებს, ყიდდა საპონს, ხელსაწმენდებს სასტუმროებში, მუშაობდა იპოთეკურ აგენტად. თავდაპირველად მან კომპიუტერული გამოფენა გააკეთა ლას ვეგასში, 1988 წელს კი კორპორაცია Las Vegas Sands  შექმნა, მსოფლიოში ყველაზე დიდი სამორინე. იმ დროისთვის იგი 55 წლის იყო.

ანდრეა ბოჩელი მომღერალი

33 წლამდე ფორტეპიანოზე სხვადასხვა ბარებში უკრავდა

ბოჩელმა 12 წლის ასაკში მხედველობა დაკარგა, მთელი ცხოვრების მანძილზე ოცნებობდა საოპერო მომღერალი გამხდარიყო. 1992 წელს წარმატებით გაიარა მოსმენა იტალიელ როკ მომღერალთან. ამის შემდეგ ჩანაწერი ლუჩიანო პავაროტის ხელში აღმოჩნდა. შედეგად ბოჩელის პოპულარობამაც იმატა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6975
EUR3.0347
GBP3.5041
RUB4.2277
თბილისი 3°-13°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 8°-8°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia