www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
00:34 07.08.2014
რას ყვება აჭარელი გოგონა, რომელსაც მეხი დაეცა
ამბები.ჯი

კურორტ ბეშუმში ტრანსფორმატორის სიახლოვეს მეხი ჩამოვარდა, რა დროსაც სამი გოგონა დაშავდა. მეხის ჩამოვარდნის ეპიცენტრში მყოფი 19 წლის დიანა შანთაძე შემთხვევის შესახებ ჰყვება. "ამბები.გე"-სთან საუბრისას გოგონა იმ მომენტს იხსენებს, როცა ძლიერი ჭექა-ქუხილის შემდეგ ძირს დავარდა და გული წაუვიდა:

 

"ხულოში ვცხოვრობთ და ბეშუმში დასასვენებლად ვიმყოფებოდით. სახლში მივდიოდით, ძლიერი წვიმა და ცუდი ამინდი იყო. უცებ ძირს დავვარდით და გონება დავკარგეთ. რომ გავიღვიძე, ყველაფერი მტკიოდა, მეწვოდა, თითქოს დენები გადიოდა სხეულში, საშინელება იყო. მოვიდნენ იქ მცხოვრებლები, თავიდან არც კი გვეხებოდნენ, არ შეიძლებაო", - აღნიშნა დიანა შანთაძემ.

 

- რა სახის დაზიანებები გაქვთ?

- ჩემს 17 წლის მეგობარს პირველი ხარისხის დამწვრობები აქვს ხელებსა და ფეხებზე. მე და მეორე მეგობარს კი უმნიშვნელო დამწვრობები გვაქვს. ჩვენ უფრო მეტად ძირს დავარდნის დროს დავშავდით, დაჟეჟილობები გვაქვს ფეხებზე.

 

- გონს რომ მოხვედით, შემდეგ რა მოხდა?

- გონს რომ მოვედით ბევრი ხალხი იყო ჩვენს გარშემო. ძალიან შეგვეშინდა, არ ვიცოდით რა ხდებოდა ჩვენს თავს. ადგილობრივებმა გადაგვიყვანეს ამბულატორიაში და აღმოგვიჩინეს დახმარება. სახლში მალევე გაგვწერეს, ახლა უკეთ ვართ", - აღნიშნა

 

დიანა შანთაძემ.

 

მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულ გოგონებს დახმარება ბეშუმის ცენტრში მდებარე ამბულატორიის ექთანმა გულვარდ დეკანაძემ აღმოუჩინა. როგორც მან Ambebi.ge-ს განუცხადა, პირველი ხარისხის დამწვრობები გოგონებს მომავალში პრობლემებს არ შეუქმნის:

 

"ახლა კარგად გრძნობენ თავს, ამბოლატორიაში მოსვლის დროს ძალიან შეშინებულები იყვნენ. პირველი ხარისხის დამწვრობები აქვთ ხელებსა და ფეხებზე. ეს ისეთი დამწვრობა არ არის, რომ მომავალში ლაქების სახით დარჩეთ სხეულზე", - აღნიშნა გულვარდი დეკანაძემ.

 

კურორტ ბეშუმის დირექტორი ვაჟა ზოიძე აცხადებს, გოგონების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებული ტრანსფორმატორის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
Cialis Coupon2019-04-21 06:17:30
Best place buy Cialis Generic online reviews. <a href="http://publish.lycos.com/freecialiscoupon/ ">Cialis Coupon</a> Best place to buy generic Coupon for Cialis online reviews. Real Cialis online web site reviews. <a href="https://cialis-coupon-33.webself.net/cialis -generic ">Cialis Coupon</a> Order Cialis Generic side effects hormones.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6935
EUR3.0291
GBP3.5021
RUB4.2126
თბილისი 4°-9°
ქუთაისი 4°-17°
ბათუმი 8°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia