www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:55 08.08.2014
მიხეილ ცაგარელი გაფრთხილებთ!

როგორც მიშა ცაგარელმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა 25 ივლისს დედამიწა უარყოფით ენერგოველში შევიდა და რთული პერიოდიც დაიწყო. ნეგატიური დღეები ჩვენს პლანეტაზე 12 აგვისტომდე გასტანს.

მიშა ცაგარელი: „25 ივლისს დაიწყო რთული პერიოდი, რადგან დედამიწა შევიდა უარყოფით ენერგოველში, ამას დაემატა მზის გადასვლა ლომის ცეცხლოვანი სტიქიის ზოდიაქოს ნიშანში, ასევე მერკურის გონების ინტელექტის მართველი ბადის გადმოსვლა ლომის ნიშანში, რამაც აგრესიული ენერგიის მომატება განაპირობა.

დედამიწას აქვს სუნთქვის გარკვეული რითმი როგორც ყოველ ცოცხალ არსებას, კოსმოსში ითვლება, რომ დედამიწა არის ცოცხალი არსება, რომელსაც შესუნთქვა და ამოსუნთქვა აქვს წელიწადში ორჯერ. ეს არის იანვრის ბოლოს თებერვალი და ივლისის ბოლო აგვისტო. ამჯერად ის ამოისუნთქავს ე.წ, უარყოფით ენერგიას რაც იმას ნიშნავს რომ ამ დროს ხშირად ხდება სხვადასხვა სახის კატაკლიზმები.

ჩვენ ვხედავთ თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ჩინეთში მიწისძვრის შედეგად, ვხედავთ ამ გაუთავებელ ომებსა და სიკვდილიანობას, ვხედავთ რამდენი თვითმფრინავი ჩამოვარდა ამ პერიოდში... აშკარად მოიმატა ნეგატიურმა გამოვლინებებმა. ეს ყველაფერი დაგვირგვინდება 10 აგვისტოს, როდესაც იქნება სავსე მთვარე, რომელსაც სხვაგვარად სატანურ დღეს ვუწოდებთ. სავსე მთვარეობა ეს არის მოჭარბებული უარყოფითი ენერგიები დედამიწაზე, რის შედეგადაც ადამიანს ემატება ენერგია, მაგრამ ხშირად ეს ენერგია უარყოფიათია. ვლინდება ზედმეტი აგრესიით, გაღიზიანებით, დაძაბულობით რაც ქმნის კონფლიქტებს. ეს კონფლიქტი შეიძლება იყოს როგორც ოჯახური, ასევე სახელმწიფოებს შორისაც. ამ რთულ პერიოდებში მეტად რთულდება ადამიანებს შორის ურთიერთგაგება. მე არავის ვურჩევ ამ დროს ხელშეკრულებების დადებას, მოლაპარაკებების წარმოებას, ახალი საქმის დაწყებას, შეიძლება კი დაიწყოთ, მოილაპარაკოთ, მაგრამ არ იმუშავებს და ვერ გაიგებთ თუ რატომ არ მუშაობს, არადა ეს სწორედ ამ მოვლენების გამო მოხდება.

ამიტომ ყველას ვთხოვ, - ეს პერიოდი 12 რიცხვამდე, მშვიდად გავატაროთ, ზედმეტი გადატვირთვის გარეშე, ხოლო ვისაც გულსისხლძარღვთა სისტემა სუსტი აქვს, შეიძლება პრობლემები შეექმნას. ამიტომ მათ ვურჩევ, ან მშვიდად იმუშვეთ და ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ საკუთარ თავზე და სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ, ან გაქვთ იმის საშუალება, რომ დაისვენოთ, რაც ყველაზე კარგი გამოსავალია.

12 რიცხვის შემდგომ შესაძლებელი იქნება უფრო ადვილად იდეების რეალიზაცია, მოლაპარაკება, დედამიწა გადმოვა დადებით ენერგოველში, რაც შემოიყვანს დედამიწაზე, უფრო მეტ დადებით ენერგიას, ეს დადებით იმპულს მისცემს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს და ოჯახში ურთიერთობების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხლს. 12 რიცხვამდე კი ყველას ვთხოვ რომ იმოქმედონ პრინციპით 7-ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და იყვნენ ფრთხილად საჭესთან, რადგან მაღალია ავტო-კატასტროფების რისკი, გაუფრთხილდნენ პირად ურთიერთობებსაც...

სამთავრობო სტრუქტურებს ვთხოვ, 12 რიცხვამდე არავითარი კანონი და სერიული გადაწყვეტილება არ მიიღონ, იმიტომ რომ ეს შემდგომში აუცილებლად გამოიწვევს უკმაყოფილებას, ამ უკმაყოფილებამ კი შეიძლება ნოემბერში რომელიც იქნება საკმაოდ რთული თვე, სერიოზული პრობლემები შეუქმნას მთავრობას, რადგან შეიძლება გადაიზარდოს მიტინგებსა და სხვადასხავა სახის დაძაბულ გამოსვლებში“.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9618
EUR3.2645
GBP3.8009
RUB4.6247
თბილისი 3°-16°
ქუთაისი 11°-24°
ბათუმი 12°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia