www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:49 14.08.2014
ხატია წერეთელი: "ძალიან მეტკინა გული, როდესაც თქვეს, რომ ამით არმიას დავცინეთ"
კვირის პალიტრა

რამდენიმე დღეა ქართულ ინტერნეტსივრცეში მოყვარული მომღერლის, ხატია წერეთლის კლიპი ტრიალებს, ხატია ქართულ ჯარს უმღერის... რასაც საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

 

ხატია წერეთელი:

 

- ასეთ რეზონანსს არ ველოდი. ასეთი ხმაურის ასატეხიც არაფერია, ერთი ჩვეულებრივი კლიპია.

 

- რატომ გადაწყვიტეთ ამის გაკეთება, რისი თქმა გინდოდათ ამ კლიპით?

 

- სიმღერა დახლოებით ორი წლის წინ დაიწერა და ამ ხნის განმავლობაში სულ მინდოდა ისეთი თბილი და პოზიტიური კლიპი გამეკეთებინა, რითაც ჯარისკაცების მიმართ სითბოსა და სიყვარულს გამოვხატავდი. ვფიქრობ, რომ იმსახურებენ ამ სითბოს, თორემ ვინმეს გაპიარების სურვილი არც მქონია. მით უფრო, ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მათი სახელები და გვარებიც კი არ ვიცი.

 

- სიმღერის ტექსტის ავტორი ვინ არის?

 

- დათო, რომლის გვარიც არ მახსოვს... მესმის, რომ ტექსტსაც ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ გაუკრიტიკებელი კლიპი მანახეთ. საკმაოდ კარგი ხარისხით არის გადაღებული, თავად მაქვს გადასაღები აპარატურა. არ ვიცი ჯარისკაცის მიმართ გამოხატულ სიყვარულს რატომ უნდა მოჰყვეს აგრესია და კრიტიკა.

 

- აგრესია და კრიტიკა მოჰყვა სიყვარულის გამოხატვის ფორმას...

 

- ცუდი და უგემოვნო არაფერია ამ ამაში, გოგონები ჯარისკაცებს ეპრანჭებიან. ვისაც როგორ უნდა ისე გაეპრანჭება კაცს, ვიღაცამ შეიძლება მკერდი გამოაჩინოს, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნოს, გაუღიმოს ან ცეკვით გაეპრანჭოს...

 

- ქართული არმიას ცოტა სხვა დატვირთვა აქვს ქართველი საზოგადოების ცნობიერებაში...

 

- დიახ, რა მოხდა მერე? ამიტომაც არის მივიწყებული? ჩვენ მათ ამ კლიპით მოვეფერეთ და ვაგრძნობინეთ, რომ გვახსოვს და გვიყვარს...

ძალიან მეტკინა გული, როდესაც თქვეს, რომ ამით არმიას დავცინეთ, - მე პატრიოტი ვარ და სამშობლოს სიყვარულს ვერავინ მასწავლის, წერეთელი ვარ და პატრიოტიზმი გენში მიდევს. ასეთი პატრიოტი რომ არ ვიყო, მეც წავიდოდი ქვეყნიდან. კარგი კავშირები მაქვს უცხოეთში... არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

 

- მოყვარული მომღერალი ხართ?

 

- დიახ, თუმცა ჩემი სფერო უფრო ჯაზია, "პაპსა" უფრო ჰობია. საერთოდ, სიმღერა ძალიან მიყვარს, მგონი, ეს მეტყობა კიდეც... იცით, ეს კლიპი ინტერნეტში რამდენიმე თვის წინ განვათავსე, უბრალოდ, ახლა უნახავს ნანუკა ჟორჟოლიანს და ატეხა ერთი ამბავი, ასეთი კლიპებით ცდილობენ ქართული არმიის დაპიარებასო. ეტყობა, ალასანიასთვის უნდოდა დაეტყა. არც ერთი თეთრი არ ამიღია არავისგან, ჩემი სახსრებით გადავიღე და მინდა ჩემს "გულშემატკივრებს" ვუთხრა, რომ სულ მალე ჩემი კიდევ სამი კლიპი გამოჩნდება, იმედია, "კრიტიკოსებს" საქმე არ გამოელევათ.

 

კობა ბრეგვაძე, ხატიას პროდიუსერი:

 

- ძალიან კარგმა ქართველმა, მაგრამ უცნობმა კომპოზიტორმა ზურაბ ჩინჩალაძემ დაწერა ეს სიმღერა ხატიას თხოვნით. ხატიას უნდოდა, რაღაც პოზიტიური, თბილი და ხალისიანი სიმღერა ქართულ ჯარზე, რადგან 2008 წლის ომის შემდეგ, არმია ცოტა მივიწყებულია...

 

- კობა, კლიპისა და სიმღერის შინაარსს და ხარისხი მისაღებია თქვენთვის?

 

- რატომაც არა, ვისაც მიაჩნია, რომ ეს არის უგემოვნო და ამით ქართულ ჯარს დავცინეთ, ეს არის ავადმყოფი, უკაცრავად და, ანანისტური ტვინის მქონე ადამიანის ნააზრევი. მაინცდამაინც 100 ათასიანი კლიპი უნდა ყოფილიყო? ხატიამ ეს კლიპი საკუთარი სურვილითა და საკუთარი ხარჯებით გადაიღო, ჩვენც უანგაროდ ვეხმარებოდით. დაახლოებით ორი თვე ვმუშაობდით და საბოლოო ჯამში, ძალიან ნორმალური და პოზიტიური სიმღერა გამოვიდა. უკაცრავად რა, ინტელექტუალებსა და სნობებზე არ არის გათვლილი, არც ევროპაში წასაღებად გადაგვიღია, იქ რომ ვიღაცისთვის თვალები დაებრმავებინათ... რაც შეეხება, რომ რუსული ცეკვის ილეთებია, თუ გნებავთ სუხიშვილებს ჰკითხეთ, არც ერთი ილეთი არაა მიუღებელი. უბრალოდ, ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილი არის ბოღმა. შოუბიზნესში არაფერი ხდებოდა რახან ვიღაცამ რაღაც გააკეთა, წამოხტნენ და ერთი ამბავი ატეხეს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7756
EUR3.1001
GBP3.5153
RUB4.3239
თბილისი 13°-23°
ქუთაისი 14°-22°
ბათუმი 17°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia