www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:14 05.12.2014
ცხოვრების საიდუმლოებები კოკო შანელისგან

კოკო შანელი, იდეალური ქალბატონი, რომელიც ბავშვთა თავშესაფარში გაიზარდა, სწორედ ეს ქალბატონი გახდა ქალის ეტალონი.

შეიცვალოს თუ არა - ეს არჩევანი დგას  ნებისმიერი ქალბატონის წინაშე. ხოლო თუ არჩევანი გაკეთებულია, მაშინ უკან დახევის, წუხილის ადგილი არ არის. საჭიროა წინ სიარული. საუკეთესო ცვლილებებისთვის უნდა მოიქცეთ ისე, როგორც ეს უდიდესი ქალბატონი, კოკო შანელი იქცეოდა.

რაში მდგომარეობს კოკო შანელის წარმატება?  რთულია თუ არა მივყვეთ მის მაგალითს? თქვენი გადასაწყვეტია, თითოეული ჩვენგანი გადაწყვეტილებებს საკუთარი გამოცდილებისამებრ იღებს, შემდეგ მათ ადაპტირებას საკუთარ სტილთან ახდენს. ხოლო შანელის საიდუმლოებები ასეთია:  

ყოველ დილით, კოკო შანელი ახალ ცხოვრებას იწყებდა. საჭიროა იმის თქმა, რომ წარსულის ნეგატივი ჩვენს ყოველდღიურობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს? ახალი ცხოვრების დაწყებისთანავე, შანელი   ნელნელა ივიწყებდა მისი ბავშვობის უარყოფით განცდებსა და მოგონებებს, ხოლო მიილტვოდა იმისკენ, რაც მის სულსა და გულს ათბობდა. ეს კი ბედნიერი ცხოვრებისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი  პირობაა: უსარგებლო წარსულიდან გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ ჩვენს აწმყოსა და მომავალს ისეთად წარმოვაჩენთ, როგორიც გვსურს რომ იყოს. ყველაფერი მარტივი და გასაგები გვეჩვენება. მაგრამ რამდენ ჩვენგანს შეუძლია იყოს ისეთი ძლიერი, რომ წაშალოს ყველაფერი რაც ფრთების გაშლის საშუალებას არ  გვაძლევს?

ნებისმიერი პრობლემა ეს ახალი  გზის დაწყების საფუძველია. წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ ეს  ფაქტია. კოკო არ იყო პროფესიონალი და არ შეეძლო არსებული მოდური სტანდარტების შესაბამისი ტანისამოსის შექმნა, მაშინ ამ უკანასკნლემა კერვა მამაკაცის ტანისამოსიგან დაიწყო. უნიკალურია ისტორია მის თმებთან დაკავშირებით! ერთხელ მან დაუფიქრებლად შეიჭრა ხუჭუჭა თმები და მსოფლიოს მოკლე ვარცხნილობით მოევლინა. ეს კი მოდური ტენდენციების მიმდევრებმა მაშინვე აიტაცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ ჩვენ ვერ ვისწავლით შექმნილი ნებისმიერი სიტუაციიდან  გამოსვლის ძიებას, მანამდე საკუთარი თავის შეცვლას ვერ მოვახერხებთ.

არ დაუშვათ თქვენს  ცხოვრებაში შემთხვევითი ადამიანები - კიდევ ერთი არსი, რომელსაც ჩვენ არ ვითვალისწინებთ. არსებობს ცხოვრებისეული გარემოებები, როცა იძულებული ვართ ნაკლებად  სასიამოვნო ადამიანთან კონტაქტი გვქონდეს. ამ ყოველივეს გვერდს ვერასდროს ავუვლით: სამსახური, მეზობლები... მაგრამ არსებობს ჩვენი პირადი ტერიტორია, სადაც ჩვენ ბატონები ვართ და სადაც უფლება გვაქვს შემოვუშვათ ან არ შემოვუშვათ ადამიანები. დაფიქრდით, უსარგებლო ადამიანებზე ღირს  თუ არა თქვენი  ძვირფასი დროის დაკარგვა?

კოკოს მასწავლებელი სიყვარული გახდა. მისი საყვარლებიც მისი მასწავლებლები იყვნენ, მათი მეშვეობით შანელი იძენდა მამაცობას, გამოცდილებას, ცოდნას, აკეთებდა დასკვნებს და სწავლობდა ცხოვრებას. ერთერთი მათგანის, ერნსტ ბო-ს მეშვეობით, მან პარფიუმის სამყაროს კარიბჭე გახსნა, მამაკაცის ცოდნა კი დაეხმარა მას, შეექმნა არომატი, რომელიც დღემდე საუკეთესოდ ითვლება, მისი  ცნობილი „შანელი #5“. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ უახლოეს ადამიანთან ურთიერთობისას  რაც შეიძლება მეტი უნდა ისწავლოთ მისგან.

დამოუკიდებლობა მისი ღმერთი, ცხოვრებისეული აქსიომა იყო. ფულმა კოკოს თავისუფლება  მისცა, ის თავისუფლება, როცა ფული ემსახურება ადამიანს და არა პირიქით. სწორედ ფულმა შესძინა საკუთარ თავში დარწმუნებულობა და აქცია საზოგადო პიროვნებად. „გადაიხადე იმისთვის, რომ დაივიწყო, შენც ოდესღაც გიხდიდნენ“ - ეს გახდა მისი პრინციპი. კოკო ცხოვრებისეულ გზაზე თავაწეული დადიოდა.

ქალური სილამაზე - კოკო შანელის წარმატების ნაწილი. ამ წესმა გარდაქმნა კოკო შანელი იმ ქალაბატონად, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. წლების მატებასთან ერთად ნებისმიერი ქალბატონისთვის მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს იდეალური გარეგნობა. შედეგად, შანელმა მილიონობით ქალს სტილი აჩუქა, ანუ მათ სამუდამო ახალგაზრდობა და სილამაზეც შესძინა.

ღირს თუ არა ვიბრძოლოთ საუკეთესოსთვის ამ ცხოვრებაში, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. თუმცა, ამ ბარძოლის წამოწყება შესაძლოა ნამდვილად ღირდეს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6975
EUR3.0347
GBP3.5041
RUB4.2277
თბილისი 3°-13°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 8°-8°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia