www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:01 14.01.2015
წამებულის მანტია მოიხსენით, არავინ გაბედოს ჩემი დადანაშაულება - ქეთი დოლიძე

თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ქეთი დოლიძე გია როინიშვილის თეატრიდან დათხოვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

“ისე “გაგაშავებენ” ამ ქვეყანაში ზოგიერთები, თითქოს ქვა კი არა, ქვა-ღორღები არ ქონდეთ ნასროლი, თანაც ბევრჯერ….

ერთხელ კიდევ, ცნობისთვის: ბ-ნ გია როინიშვილს მინდა გავახსენო: მიუხედავად ჩემი თხოვნისა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წახვედი სპექტაკლიდან “სერობა”. კი, ბატონო!

მას მერე, რაც საქართველოს პარლამენტში შებრძანდით, მიუხედავად უამრავი თხოვნისა არცერთი სპექტაკლი არ გითამაშიათ. რუსთაველიდან აღმაშენებელზე ჩამოსვლას ხელს რა უშლიდა? როდესაც გთხოვეთ, “ბაკულას ღორებში” გეთამაშათ, რადგან თქვენს კოლეგას ძმა გარდაეცვალა, მაშინაც არ მობრძანდით. მიუხედავად პარლამენტარის კარგი ხელფასისა, არასდროს გვიკადრია თეატრიდან თქვენი გაშვება და თქვენც წყნარად იღებდით ხელფასს. იმედი გვქონდა, რომ თქვენს ძვირფას დროს დაგვითმობდით, თვეში 2-ჯერ მაინც… არც ერთხელ…

ჩემი პირადი წყენა რა მოსატანია, მაგრამ როდესაც თეატრიდან გამაგდეს, ხმაც არ ამოგიღიათ! რატომ? მერე თქვენივე სათაყვანებელი თუმანიშვილის ფესტივალი დახურეს. არც მაშინ! მე არასდროს გამიხსენებია ეს!!! ახლა, თუ შეიძლება, ეს წამებულის და დაჩაგრულის მანტია მოიხსენით და არ გაბედოთ თეატრის ან ჩემი დადანაშაულება…

თეატრი ღალატს ვერ იტანს… მსახიობს თუ შეუძლია 4 წელი სცენაზე არ დადგეს, ის რაზე მელაპარაკება? ამიტომ, ჩემო კარგო, ხელშეკრულება ხან გაგრძელდება, ხან ვერა. 30 წელია თეატრში ვიყავიო… გამოაკელით ის წლები, როდესაც პარლამენტში საგმირო საქმეებით იყავით დაკავებული… და სპექტაკლებს არ თამაშობდით! კოლეგების აზრიც იკითხეთ… ზოგიერთის მაინც… გისურვებთ დიდ წარმატებებს.. ისე, კარგად გაიხსენეთ, რომ პირველი დრამატული როლი ჩემს სპექტაკლში ითამაშეთ, თანაც კარგად…” - წერს ქეთი დოლიძე.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6981
EUR3.0359
GBP3.5094
RUB4.2361
თბილისი 3°-16°
ქუთაისი 5°-17°
ბათუმი 8°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia