www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
02:40 21.02.2015
ცეკვავდა როგორც გრძნეული ცეცხლის წინ...

ბლოგი შუაღამის ორი საათის ფიქრებიდან...

გამომდინარე იქიდან, რომ ღამე მხოლოდ თქვენი (ჩვენი) „მე“-სა და მისტიური იდუმალების პაემანია, ისევე როგორც თქვენ, მეც მრავალი ფიქრი მეძალება უძილობის ჟამს...

დღეს მსურს მოგიყვეთ ქალზე...არ იფიქროთ ქალზე, როგორც სუსტსა და მდედრობით სქესზე, მე თქვენ გიყვებით ქალზე, რომელიც ძალიან ძლიერია...

 ალბათ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება მომენტი როცა ვფიქრობთ - რისთვის ვცხოვრობთ? რა ღირებულება აქვს ჩვენს არსებობას? ვცხოვრობთ თუ ვარსებობთ? და თუ მხოლოდ ვიბრძვით იმისათვის, რომ ვიარსებოთ და არა ვიცხოვროთ, მაშინ რაღა აზრი აქვს ჩვენს ყოველდღიურობას? რა თქმა უნდა თითოულ ჩვენთაგანს ერთხელ მაინც მიუჩნევია საკუთარი თავი ცხოვრებაში ყველაზე უბედურად, ერთხელ მაინც უფიქრია, რომ გამოსავალი აღარ არსებობს და ერთხელ მაინც უგრძვნია, რომ თითქოს მფარველმა ანგელოზმაც კი მიატოვა. სწორედ ამ მომენტში ვხვდებით ცხოვრების დაუნდობელი თამაშის წესების სიმკაცრეს და შევიგრძნობთ მისი სადიზმის სიმწვავეს, მაგრამ გადის დრო და ვფიქრობთ: რაც მოხდა, რა უბედურებაც დაგვატყდა თავს დროული იყო, ის ცივი შხაპი რომელიც გადაგვევლო საჭირო მწარე გაკვეთილი გახლდათ, რომელმაც გონებას მაღალი ძაბვით დაუარა და გამოაფხიზლა...

ბევრი, რომ არ გავაგრძელო...

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ძლიერი ქალი. ქალი, რომელსაც თავისუფლება უყვარდა...

ბავშვობიდან მებრძოლი, დაუდეგარი და სიცოცხლისმოყვარული მრავალი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ ყოველთვის, როცა ფიქრობდა, გამოსავალი არსაიდან გამოჩნდებოდა, გვირაბის ბოლოს სინათლე აკიაფდებოდა. გგონიათ ვინმეს მიერ გაწვდილი დახმარების ხელი იყო ეს სინათლე? არა ეს იყო ძლიერი ქალის მიერ ნაპოვნი გამოსავალი, ყოველ ჯერზე, ყოველ შექმნილ პრობლემაზე...

ალბათ სწორია გამონათქვმები: ბედნიერ და უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული ადამიანიო. ძლიერ ქალს ცხოვრების თითოეულ ეტაპზე, თითოულ ასპექტში ძალიან მაღალი დაბრკოლებები ეჩეხებოდა, მაგრამ იგი უდრტვინველად მიიწევდა წინ, ცდილობდა ბრძოლას ცხოვრებისთვის და არა არსებობისთვის, მაგრამ დადგა მომენტი, როცა ძლიერმა ქალმა ვერცერთი მხრიდან შველა ვერ იპოვნა, ამიტომ უბრალოდ გაეცალა ნაცნობ გარემოს... ძლიერი ქალი სხვა ქვეყანაში, ისევე როგორც მრავალი მისი მსგავსი ქალი, ისიც უცხო გარემოში სრულიად უმწეოდ აღმოჩნდა...

თუმცა ძლიერ ქალს არც ამ გადაწყვეტილებამ შეუწყო ხელი, კვლავ პრობლემები, კვლავ დაბრკოლებები და შინ დაბრუნებულს, ზვიგენივით პირღიად დარჩენილ წარსულ პრობლემებზე, მრავალი ახლადგამოჩეკილი დაემატა..

მაგრამ ძლიერი ქალის გვერდით რამდენიმე მისი უახლოესი ადამიანი იყო, მათ დაივიწყეს დროებით ყველაფერი ცუდი, რაც ხდებოდა და აცეკვდნენ...

გგონიათ სხვა ვინმეს ცეკვა მიიპყრობდა თქვენს ყურადღებას? ძლიერი ქალი მისთვის, მარტო იდგა და ცეკვავდა, ცეკვავდა როგორც გრძნეული ცეცხლის წინ. ამ დროს ფიქრობდა? ამას ვერავინ იტყვის, სახეზე ნეტარი ღიმილი დასთამაშებდა და ალბათ მისთვის ჩურჩულებდა, ცხოვრება მშვენიერია და ის სიყვარულითაა სავსე... მისი შემყურე თითოეული ჩვენგანიც ალბათ ამასვე იმეორებდა გულში - ცხოვრება მშვენიერია!

მართლაც ასეა... გგონიათ პრობლემები გაქვთ და ფიქრობთ რომ მათ მოსაგვარებლად ძალა არ გეყოფათ? თვლით, რომ თქვენზე უბედური ადამაინი არ არსებობს? გახსოვდეთ, რომ ეს ფიქრები მილიარდობით ადამიანს ერთხელ მაინც გაუვლია თავში და თითოეული ჩვენგანი გარკვეულ შემთხვევბში შესაძლოა ერთმანეთზე უბედურადაც კი ჩავითვალოთ, მაგრამ ძლიერი ქალის მსგავსი ძალიან ცოტა მოიძებნება ჩვენში...

ძლიერი ქალი ცეკვავს და მიბაძეთ მას, ეცეკვეთ ცხოვრებას, ისწავლეთ მისი ილეთები და აჰყევით ... იცეკვეთ! 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2020
აპრილი 2020
აპრილი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD3.1576
EUR3.4134
GBP3.8782
RUB4.1072
თბილისი 5°-16°
ქუთაისი 8°-16°
ბათუმი 9°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia