The Beatles-ის ერთერთი წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული
ლეგენდა ცნობილია სახელწოდებით „პოლი მკვდარია“. ამ ლეგენდამ თავი კვლავ იჩინა. ამ
ისტორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სერ პოლ მაკარტნი 1966 წელს გარდაიცვალა და
კიდევ 4 წლის განმავლობაში, სანამ ჯგუფი
არსებობას განაგრძობდა და კიდევ დანარჩენი 45 წლის მანძილზე, ნამდვილი პოლი მისი
ორეულით ჩაანაცვლეს.
დღეისათვის კი ჯგუფის ყოფილმა წევრმა რინგო სტარმა გააოცა მთელი
მსოფლიო იმ ინტერვიუთი, რომელიც ერთერთ გამომცემლობას მისცა. მან განაცხადა, რომ
მთელი ამ წლების განმავლობაში პოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხმები
სიმართლე იყო. სტარის განმარტებით, „რეალური“ პოლ მაკარტნი ავტოავარიის შედეგად
1966 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
მთელი ამ წლების განმავლობაში, რინგო სტარის განმარტებით, მაკარტნის
მისი ორეული ანაცვლებდა, რომელიც ჯგუფის უკანასკნელმა მენეჯერმა იპოვა, მუსიკოსის
სახელი უილიამ ბილი კემპბელი გახლავთ.
„როცა პოლი გარდაიცვალა, ყოველი ჩვენთაგანი პანიკამ მოიცვა. ჩვენ არ
ვიცოდით რა გაგვეკეთებინა და ბრაიან ეპშტეინმა, ჩვენმა მენეჯერმა განაცხადა, რომ
დროებით პოლის ორეულს დავიქირავებდით. მას ჩვენთან ერთად უნდა ემუშავა მაქსიმუმ
ორი კვირა, მაგრამ დრო გადიოდა და ვერავინ ამჩნევდა ცვლილებას, ამიტომ ჩვენ
განვაგრძობდით ერთად მუშაობას. ბილი საკმაოდ კარგი მუსიკოსი აღმოჩნდა და იგი
ნამდვილ პოლზე უკეთაც კი უკრავდა. პრობლემა კი ის იყო, რომ მას ჯონთან ერთად მუშაობა საერთოდ არ შეეძლო“, - აცხადებს სტარი.
მან ჯგუფის კიდევ ერთი საიდუმლო გაამხილა: აღმოჩნდა, რომ ჯონ ლენონმა ჯგუფი იმიტომ დატოვა, რომ მისი
წევრები მთელ მსოფლიოს ატყუებდნენ.
ჯერჯერობით პოლ
მაკარტნის აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ერთერთმა ბრიტანულმა
ტელეკომპანიამ ჟურნალისტური გამოძიებაც კი
წამოიწყო.