მრავალი მამაკაცისთვის რიჩარდ გირი მიმზიდველი მამაკაცურობისა და
ზრდილობის სიმბოლოდ იქცა. თავის წარმატებას გირი ბედნიერების რეცეპტს აწერს,
რომელსაც იგი მიმართავს უკვე მრავალი წელია.
„არსებობს ერთი ძლიერი ვარჯიში, ძალიან მარტივი, რომლის შესრულებაც
მრავალი წლის წინ დავიწყე. ვისაც არ უნდა შევხვდე ჩემს გზაზე, იყოს იგი ადამიანი
თუ მწერი, პირველი აზრი, რომელსაც ვუშვებ ამ არსების მიმართ: „გისურვებ
ბედნიერებას!“ მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს აზრი ნამდვილად პირველი იყოს: „გისურვებ
წარმატებას!“.
ეს აზრი სრულებით ცვლის იმას, რაც შემდგომში მოხდება თქვენს შორის. ამას
პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით.
ხანდახან რთულია, როცა მტერთან შეხვედრა გიწევს, როცა პირისპირ
აღმოჩნდები ძალიან რთულ და გამოუვალ სიტუაციასთან...
სწორედ აქ გეძლევა შესაძლებლობა სრულებით სხვა აურა შეიქმნა... ხედავ
როგორ იძირება მასში ეს ნეგატიური ემოცია
და მანამდე, სანამ იგი შენზე გავლენას მოახდენს, შენ ასწრებ მის დამარცხებას...
შენ ყველაფერს ისე ხედავ, როგორც არის.
ყოველივე უარყოფითი მიიღეთ, როცა სხვა გზა არ არის, გარდაქმენით და
სიყვარულად აქციეთ.
„მე შენ წარმატებას გისურვებ!“
სცადეთ და ნახავთ როგორ შეიცვლება ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში“