www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
07:28 16.05.2014
უბრალოდ კურტ კობეინის გასახსენებლად ...
ანანო კვაჭანტირაძე

კურტ კობეინისა და კორტნი ლავის სიყვარულის ისტორიას სკანდალი და აურზაური მათი რომანის დაწყებისთანავე თან სდევდა.

არ არის რთული იმ პრობლემების წარმოდგენა, რომელბიც მუდამ დეპრესიულ ნარკომანსა და ლაღ ქალბატონს შეიძლებოდა ჰქონოდათ. კურტ კობეინს მილიონობით თაყვანისმცემელი, კორტნი ლავს კი კობეინის მილიონები და რეპუტაცია ჰქონდა. მიუხედავად ამისა, წყვილი მაინც უბედურად თვლიდა თავს.

ძველი კედები და დახეული ჯინსები, მეორადი ტანისამოსი და განადგურებული რეპუტაცია - ეს იყო კურტ კობეინი. მისმა შეუდარებელმა ვოკლამა, დეპრესიულმა და მელანქოლიურმა ელემენტებმა მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევა შეძლეს. კობეინი მსოფლიომ შეიყვარა, მაგრამ მომღერალს ეს ყოველივე ნაკლებად აინტერესებდა. სწორედ ამიტომ, კობეინი 24 წლის ასაკში ვარსკვლავი იყო, 27 წლის ასაკში კი - მკვდარი.

მისი მუსიკის მოსმენისას, რთულია იმის გააზრება, რომ კობეინი საკუთარ თავზე ყვებოდა: „მე ძალიან ბედნიერი ბავშვი ვიყავი. მუდამ ვყვიროდი და ვმღეროდი. უბრალოდ საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი. მე მართლა ბედნიერი ვიყავი.“ სამწუხაროდ კურტის ბავშვობა მაშინ დასრულდა, როცა მშობლები განქორწინდნენ. კობეინი იმ დროისათვის შვიდი წლის გახლდათ.

სიკვდილის წინ კურტმა ჩანაწერი გააკეთა: „შვიდი წლის ასაკიდან მე მთელი კაცობრიობა შემძულდა.“

მშობლების განქორწინებამ ბიჭუნას სერიოზული ტრამვა მიაყენა. იგი საკუთარ თავში ჩაიკეტა, აგრესიას გამოხატავდა დედისა და თანატოლების მიმართ. სამწუხაროა, ყველაფერი რაც შვიდი წლის ბიჭუნას სურდა ეს ჩვეულებრივი და ნორმალური ოჯახი იყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა მშობლებს არც თუ ისე აინტერესებდათ მისი სურვილები.

როცა კურტი 14 წლის გახდა, ბიძია ჩაკმა მას გიტარა აჩუქა. მუსიკამ კურტი სამუდამოდ შეიპყრო და იგი მის ცხოვრებად იქცა.

აღსანიშნავია, რომ კურტის დედის ცხოვრებაში მუდმივი გადაწყობები მიმდინარეობდა. ვენდი გამუდმებით ცდილობდა მისაღები პარტნიორის პოვნას მაგრამ ეს ცდა მუდამ კრახით სრულდებოდა.

როცა კურტი გაიზარდა და დედას უარი უთხრა ხელოვნების ინსტიტუტში ჩაბარებაზე, მან შვილი არჩევანის წინაშე დააყენა - ან უნდა ეპოვნა სამსახური ან უნდა წასულიყო სახლიდან. კურტმა მეორე ვარიანტი არჩია.

გარკვეული დროის მანძილზე, იგი მეგობრებსა და შემთხვევით ნაცნობებს შეეკედლა. იყო დრო, როცა ერთ-ერთი მდინარის ხიდის ქვეშაც კი ეძინა. ამ ყოველივემ კურტში არსებული მინიმალური სიცოცხლისათვის ბრძოლა და ოპტიმიზმი სრულებით გაანადგურა. თუმცა, ამ ლეგენდარულ მუსიკოსს რთულმა ცხოვრებამ პატიოსნება ასწავლა.

„თითოეული დღე რაღაც სიახლით აღსავსე იყო და მე ეს გაკვეთილი კარგად შევითვისე. თქვენ Nirvana-ს მუსიკას დეპრესიულს უწოდებთ? არ ხართ მართალი. უბრალოდ ეს მუსიკა უკანასკნელ ნოტამდე სრული სიმართლეა. ეს ჩემი შემოქმედების უდიდესი ღირებულებაა“, - ამბობდა კურტი.

წარმატება რომელიც Nirvana-ს ალბომმა Nevermind-მა მოუტანა, კურტმა ასე აღწერა: „მე საკუთარ თავს არც კი მივცემ იმის უფლებას ეს ყოველივე ვაღიარო. თითქოს ისეთი დიდები ვართ, რომ ამ ყოველივეს ვიმსახურებთ. მე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ იმის გამო, რომ მიწისქვეშეთის სცენაზე ძალიან ბევრი კარგი ჯგუფია და შეიძლება ითქვას, რომ ისინი ჩვენზე უკეთესებიც კი არიან, მაგრამ რატომღაც ეს უდიდესი პატივი ჩვენ გვერგო.“ მიუხედავად ამისა, ალბომი ძალიან პოპულარული გახდა, კურტს კი თაობის ხმა უწოდეს.

კორტნი...

მდიდარი ჰიპის ქალიშვილმა დიდი ქონება მიიღო. 16 წლის განმავლობაში მოგზაურობით ირთობდა თავს. იგი ტკბებოდა თავისუფლებით, იყო მხიარული და ლაღი, მაგრამ რაღაცით მაინც წააგავდა კობეინს. მან ნამდვილი გვარი, ჰარისონი ლავით ჩაანაცვლა. გოგონა არ იყო ჩვეულებრივი, იგი ცხოვრებას წიგნებსა და სწავლას არ უძღვნიდა. მას ცხოვრებას გიტარა ასწავლიდა.

კორტნი სწავლობდა გიტარაზე დაკვრას, წერდა სიმღერებსა და მუსიკას, უფრო მეტიც, მან მუსიკალური ჯგუფი, The Hole ჩამოაყალიბა. მოგვიანებით მსახიობის კარიერის აწყობაც დაიწყო, მას უყვარდა, იტანჯებოდა, იღებდა ნარკოტიკებს და აწყობდა სკანდალებს.

კორტნიმ კურტი პირველად კონცერტზე იხილა. მათი გრძნობები ერთმანეთს დაემთხვა და მიხვდნენ რომ ცხოვრებაზეც კი ერთნაირი შეხედულებები ჰქონდათ. მათი რომანი თავდავიწყებასა და უაღრეს ლტოლვას გულისხმობდა.

როცა კორტნი კურტმა ცოლად მოიყვანა, იგი უკვე ფეხმძიმედ იყო. კურტი ბედნიერი იყო: „მე ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ. როგორც იქნა მე ვიპოვე ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე მე მგავს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის იგი - ქალია, კაცია, ჰერმაფროდიტი თუ აქლემი. მთავარი ის არის რომ ჩვენ ერთმანეთისთვის იდეალურები ვართ.“

ისინი ნამდვილად შეეფერებოდნენ ერთმანეთს. ეპატაჟური და განსხვავებული კორტნი კარგად გამოიყურებოდა მისი დეპრესიული და მელანქოლიური მეორე ნახევრის გვერდით. იგი უარს არ ამბობდა ინტერვიუებზე და ერთხელ, ერთ-ერთ ჯურნალისტთან ისიც კი თქვა, რომ ნარკოტიკებისკენ მუდამ მიილტვოდა, ორსულობის დროსაც კი.

არავისთვის საიდუმლო არ იყო ის, რომ კურტი და კორტნი ნარკომანები იყვნენ. თუმცა, ასეთმა გულახდილობამ სკანდალს ჩაუყარა საფუძველი. წყვილს ახსნა-განმარტება არა მარტო პრესის წინაშე, არამედ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის წინაშეც მოუწია. ეს ორგანიზაცია მათთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას მოითხოვდა. საბოლოოდ კი მსოფლიოს სრულიად ჯანმრთელი ფრენსისი მოევლინა და წარმოქმნილი სკანდალიც მიწყნარდა.

კურტი მოსიყვარულე ქმარი და მამა აღმოჩნდა. ეს ყოველივე დიდად არ შეეფერებოდა მის იმიჯს, მაგრამ მუსიკოსი პატარა ფრენსისსა და კორტნის აღმერთებდა: „ყოველთვის, როცა სატელევიზიო შოუს ვუყურებ მომაკვდავ ბავშვებზე ტირილისგან თავს ვერ ვიკავებ. ყოველდღიურად მაწუხებს ის აზრი, რომ მე შეიძლება ჩემი შვილი დავკარგო. მაშინაც კი ვნერვიულობ, როცა მანქანაში მყავს. სულ მეშინია მასთან ერთად ავარიაში მოხვედრისა“, - ეს ყოველივე კურტმა მამისთვის მიწერილ წერილში აღიარა.

ნარკოტიკები...

მათი ცხოვრება ვულკანის ამოფრქვევას ჰგავდა - გამუდმებით ჩხუბობდნენ, აწყობდნენ სკანდალებს, მაგრამ ზედმეტად ძლიერად უყვარდათ ერთმანეთი. მათ მეგობრებს ეშინოდათ, რომ ყოველივე შესაძლოა კრახამდე მისულიყო. მიუხედავად ამისა, მათ კონფლიქტებს უდიდესი გრძნობა ანეიტრალებდა.

როცა წყვილი ერთმანეთს შეხვდა, კურტი უკვე იყო ნარკოდამოკიდებული. იგი ძალიან ბევრს ეწეოდა, აწუხებდა ასთმა და მუცლის ტკივილს უჩიოდა. მოკლედ, კურტი არ იყო ჯანმრთელი და ამაზე მისი გარეგნობაც მსჯელობდა.

კობეინი არც ბავშვობაში გამოირჩეოდა ჯანმრთელობით. 13 წლის ასაკში მან პირველად გაუსინჯა გემო მარეხუანას და შემდეგ უფრო სერიოზულ ნარკოტიკებზე, მორფინსა და ჰეროინზე გადავიდა. ამ ნარკოტიკებით იგი მუცლის აუტანელი ტკივილების ჩახშობას ცდილობდა.

„ჩემთვის მარეხუანა საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდა, ამიტომ უფრო შორს წავედი და გადავიჭერი კიდეც“, - აღნიშნავდა კობეინი.

კურტს თავის დანებება არ გამოსდიოდა, მიუხედავად კორტნის უდიდესი სურვილისა, რომელსაც საკუთარი სიყვარულის გადარჩენა სურდა. მან ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლა გადაწყვიტა. კორტნი ბლოკავდა კურტის საკრედიტო ბარათებს, ართმევდა ფულს უკანასკნელ ცენტამდე. უკითხავდა თაყვანისმცემლების წერილებს, რომელბიც ცხოვრების წესის გამოსწორებას სთხოვდნენ. ერთხელ კორტნიმ შინ ჯგუფის ყველა წევრი მიიწვია, რათა მათ კურტისთვის ნარკოტიკის მიღება გადაეფიქრებინათ. თუმცა, ყოველივე უშედეგო აღმოჩნდა. კურტმა ყურადღებით მოუსმინა მეგობრებს, მაგრამ როცა ისინი წავიდნენ, ორგანიზმში ნარკოტიკის რიგითი დოზა შეიყვანა.

კურტი ხვდებოდა რომ ცხოვრება თავზე ენგრეოდა, მაგრამ მას არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო: „როცა ჰეროინის მიღება დავიწყე, მე ვიცოდი, რომ ეს ისეთივე მოსაწყენი იქნებოდა, როგორც მარეხუანა, მაგრამ იგი ჩემს ცხოვრებად იქცა, მე ჰეროინი ჰაერივით მჭირდება“, - ამბობდა კურტი.

ყველაფერთან ერთად კურტი ცეცხლსასროლი იარაღისადმი ლტოლვამაც გაიტაცა - კურტმა ცეცხლასროლი იარაღების შეძენა დაიწყო, კორტნიმ კი ყოველგვარი იმედი დაკარგა.

სამუდამო ნირვანაში გადასვლა...

1994 წლის 8 აპრილს კურტის სახლში ელექტრო მოხელე მივიდა, რათა უსაფრთხოების სისტემა დაემონტაჟებინა. მისტერ სმიტმა რამდენიმეჯერ დარეკა ზარი და იმით გაოგნებულმა, რომ არავინ უპასუხა, სახლს გარშემო შემოუარა. მას ღია ავტოფარეხი და ავტომობილი Volvo დახვდა. ჩათვალა, რომ სახლის მეპატრონეები შინ ელოდნენ. თუმცა, ავტოფარეხშიც არავინ იყო. შემდეგ სმიტი სხვენისკენ მიმავალ კიბეებს აუყვა და მინის უკან გაუნძრევლად მწოლიარე სხეული, იარაღი და დიდი რაოდენობით სისხლი დაინახა...

სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთის შემდეგ მივიდნენ. პროტოკოლი ფორმალურად შედგა, შემთხვევის ადგილზე არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა. მსოფლიომ დღემდე არ იცის თუ რა მოხდა რეალურად. კურტის თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ვერსია დღემდე ეჭვქვეშ დგას. ერთ-ერთი ვერსიით კურტის სიკვდილში წვლილი კორტნის მიუძღვის. მოტივი - ყველაზე ბანალური, მაგრამ საგულისხმო: ფული...

კურტის სიკვდილის შემდეგ, ლავმა მუსიკოსის შემოქმედებაზე უფლებების 50 პროცენტი გაყიდა და შედეგად 50 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო.

კურტის გარდაცვალების შემდეგ ლავმა აღნიშნა: „კურტი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სამი წელიწადი ვიყავით დაქორწინებულნი და ახლა მე ჩემს ცხოვრებას უნდა მივხედო. ეს არ არის ჩემი ფული. ეს დაწყევლილი ფულია. მე არ მსურს რომ ჩემზე კურტ კობეინის ფულმა იზრუნოს. მე მსურს თავად ვიზრუნო საკუთარ თავზე!“

კორტნი ლავმა ცხოვრება ჩვეულებრივად განაგრძო. იგი ძველებურად სკანდალურია, მოიწყო მსახიობის კარიერა, დაუმეგობრდა ალკოჰოლს და დაუბრუნდა ნარკოტიკებს.

კურტ კობეინის ჩანაწერებიდან და ინტერვიუებიდან...

„უკეთესია იყო გამოუსწორებელი მეოცნებე, ვიდრე სულელი გართობის მოყვარული!“

„იმის სურვილი იქცე ვიღაც სხვად ეს საკუთარი თავის დაკარგვას ნიშნავს“

„მე ყველა მიყვარს - აი, რა არის სამწუხარო...“

„არავინ მოკვდება ქალიშვილად, ცხოვრება ყველას...“

„თითოეული ჩვენგანი მარტოა და ყველა ჩვენ ერთადაც კი მარტონი ვართ“

„მე სიკვდილის არ მეშინია. როცა შენ მოკვდები, შენი სული განაგრძობს ცხოვრებას და სრულებით ბედნიერიც კი ხდება. სრული სიმშვიდე სიკვდილის შემდეგ, ვიღაც სხვად დაბადება - აი, რა არის ჩემი ცხოვრების უდიდესი იმედი.“

„მე არასდროს მჯეროდა წიგნში დაწერილი ისტორიების და არც იმის, რასაც სკოლაში მასწავლიდნენ. თუმცა, ახლა ერთს მივხვდი, მე არ მაქვს უფლება ვინმე განვსაჯო მხოლოდ იმის გამო, რომ ოდესღაც ვიღაცის ნაჯღაპნი წამიკითხავს და მისწავლია...“

და არც ჩვენ განვსაჯოთ კურტ კობეინი...

droni.ge

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8555
EUR3.221
GBP3.5862
RUB4.5596
თბილისი 17°-30°
ქუთაისი 18°-28°
ბათუმი 19°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia