www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:25 16.05.2014
„დედა მოვიდეს, დედა მინდა“, - ყოფილი ქმრის მიერ ჩაცხრილული ცოლი და შვილის განცდები
კვირის პალიტრა

"დედას უთხრეს - შენი ვაჟი მსუბუქად არის დაჭრილი და დედის გვერდით ყოფნა დააყენებს ფეხზეო"

"სოფოს დაობლებული 5 წლის ბიჭი მეზობელს შესტირის, - დედა მოვიდეს, დედა მინდაო"

"დამპალოდ" წოდებულ ვარკეთილის დასახლებაში ზურებიანების სახლის ჭიშკარი კიდევ რამდენიმე დღით იქნება ღია. ამ კარიდან კოდორელი სვანების გოდება გამოდის, - 27 წლის სოფო ზურებიანი კოდორის ხეობიდან იყო.

სოფოს იმ ადამიანის ტყვია დაეწია, რომელსაც მან ოდესღაც ცხოვრება დაუკავშირა. მანამდე რამდენიმე წამით ადრე კი მისმა ყოფილმა ქმარმა სოფოს უმცროს ძმასაც ესროლა. სანამ მძიმედ დაჭრილი და-ძმა ასფალტზე იცლებოდნენ სისხლისგან, მკვლელი იქაურობას გაეცალა...

ხმაურზე ქუჩაში გამოსულმა მეზობლებმა, რომელთა თვალწინაც და-ძმა ზურებიანები გაიზარდნენ, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მათ საავადმყოფოში დედის ნაცვლად გაჰყვნენ, - ზურებიანების დედა ისრაელშია სამუშაოდ წასული... როდესაც ამ სტატიას ვწერდი, მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ შვილი, რომელიც მძიმე ჯაფით გამოზარდა, აღარ ჰყავს... ვერავინ გაბედა და ისრაელიდან თბილისამდე მარტოდმარტო წამოსულ დედას ვერ უთხრა, ქალიშვილის დასატირებლად უნდა ჩამოხვიდეო. უთხრეს, - შენი ვაჟი მსუბუქად არის დაჭრილი და დედის გვერდით ყოფნა დააყენებს ფეხზეო...

აი, რას ჰყვებიან ის ადამიანები, რომლებმაც სოფოს დაკარგვით ცხოვრების ნაწილი დაკარგეს...

დ. ხ; სოფოს ნათესავი:

- ცა ჩამოგვექცა თავზე, ჩვენს ხელში გაზრდილი ბავშვი მოგვიკლეს.  ამ საცოდაობას ვეღარ ვუძლებთ. სოფოს დაობლებული 5 წლის ბიჭი მეზობელს შესტირის, - დედა მოვიდეს, დედა მინდაო... როგორ უნდა ვუთხრათ?! მერე რომ იტყვის, მამა მაინც მოვიდესო, ის რანაირად უნდა ვუთხრათ, მამაშენმა დედაშენი მოკლაო! დაიქცა ოჯახი. ისიც კი არ ვიცით, სოფოს ძმა გადარჩება თუ არა... ძალიან მძიმედ არის დაჭრილი. ექიმებს ეშინიათ, რომ ფეხს დაკარგავს 24 წლის ბიჭი.

- მოკლულის მეუღლეს რაიმე ფსიქიკური გადახრა ჰქონდა?

კ. მ; მოკლულის მეზობელი:

- საკუთარ შვილს რომ კაცი დააობლებ, რა მიზეზი უნდა ჰქონდეს?! ეს კაცი ჯანმრთელი ვერ იქნება ვერაფრით, - ჩვენ ხომ ვიცით, სპეცრაზმელები ხალხს რანაირად ამწარებენ. ამას უყურა ალბათ წლობით და აირია. 5 წელიწადი ცხოვრობდა ეს უბედური გოგო მაგასთან და ბოლოს ვეღარ გაძლო, - წამოვიდა და სახლში დაჯდა, ბავშვიც წამოიყვანა, გვეუბნებოდა - ეჭვიანობით სიცოცხლე გამიმწარა, სულ კუდში დამდევს. ტელეფონის ყველა ზარს მიმოწმებს, მალე ბავშვს გამიგიჟებსო... უკვე 5 თვის გაშორებულები იყვნენ და მაინც ასე დასდევდა, გასაქანს არ აძლევდა... ერთხელ მითხრა, კიდეც, რა ვქნა, ჩემს ქმარს რომ ვუყურებ, ვგრძნობ, ნორმალურ ჭკუაზე აღარ არის, ყველგან წინ მხვდება და მეშინიაო. მე ვუთხარი, მაშინ პოლიციაში უჩივლე, სანამ რამეს დაგმართებს-მეთქი! ვერ ვუჩივლებ, ჩემი შვილის მამაა, ბავშვს უყვარს და როდესმე ხომ საყვედურს მეტყვისო... რომ ეჩივლა, ეს შეიძლებოდა არც მომხდარიყო...

- შეგიძლიათ გვიამბოთ, ეს ყველაფერი როგორ მოხდა?

- სოფოსთვის დაურეკავს მკვლელს სამსახურში, - უნდა გნახოო. საჯარო რეესტრში მუშაობდა, საღამოს ამთავრებდა; ალბათ შეეშინდა და ძმას სთხოვა, - ჩვენს სახლთან დამხვდიო. წავიდა ეს 24 წლის ბიჭი და რომ დაინახა, ყოფილი სიძე მის დას ეჩხუბებოდა, შუაში ჩადგა და უყვიროდა, - ჩემს დას თავი გაანებეო! დას კი თავიდან იცილებდა, - აქედან წადი,სანამ ხელს დაგარტყამდეს, ამას მე გავცემ პასუხსო. ყოფილი სიძეც უყვიროდა, - მე შენ არ გელაპარაკები, ჩემს ცოლს ველაპარაკებიო. მერე ხელი კრა და აფალტზე დააგდო, ამოიღო რევოლვერი და მუცელში და ფეხებში დაიწყო სროლა. ამ სროლაზე ის უბედური გოგო მობრუნდა, - ძმას ნუ მიკლავო და ახლა იმას დაახალა ფეხებში რევოლვერი. სოფოც რომ წაიქცა, წავიდა...

- სად წავიდა?

- რაღა მნიშვნელობა აქვს? ისიც გავიგეთ, პროზექტურაშიც კი მისულა, - ჩემი ცოლი მანახეთო. მერე წასულა და პოლიციას ჩაბარებია. ნეტავ ციხიდან არასოდეს გამოვიდოდეს! 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8608
EUR3.2107
GBP3.5551
RUB4.5529
თბილისი 21°-33°
ქუთაისი 18°-30°
ბათუმი 20°-25°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia