www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:03 29.05.2014
14 წლის გოგონა, მამასთან ერთად დაწყებული სახლის მშენებლობა და გარდაცვლილი მშობელი (ფოტო)

14 წლის ამერიკელმა გოგონამ სიცილია კოლბეკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისეთი საქმისადმი გამკლავება, როგორიც სახლის აშენებაა, ბავშვსაც კი შეუძლია. ორი წლის წინ გოგონა სკოლის პროექტისთვის იდეას ეძებდა, ინტერნეტში კი ვებგვერდს წააწყდა, სადაც სახლების მშენებლობას ასწავლიდნენ, მოგვიანებით კი დასახმარებლად მამა გამოჩნდა.

CNN-ის ინფორმაციით, პროექტის ავტორად სიცილიას დედა მიუთითეს, თუმცა მთავარ არქიტექტორად და იდეის განმახორციელებლად კვლავ გოგონა რჩებოდა. პროექტს ინტენეტ-კომპანიამ მხარი დაუჭირა.

სიცილიამ გეგმების ასრულება 2013 წლის იანვარში დაიწყო. ვებგვერდის მომხმარებლებმა პროექტის დაფინანსება გადაწყვიტეს.

„თუ ჩემს წინაშე დაყენებული ამოცანის გამკლავებას შევძლებ, ეს ჩემს სამომავლო ცხოვრებაზე დადებითად აისახება“, - განაცხადა სიცილიამ.

გოგონამ სახლის მშენებლობა მამასთან ერთად დაიწყო, თუმცა, 16 თებერვალს ტრაგედია მოხდა, დენ კოლბეკი ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. თავსდატეხილი ტრაგედიის გამო, გოგონამ ინტერესი დაკარგა, თუმცა, ახლობლებმა კვლავ მოახერხეს მისი „გამოცოცხლება“, სიცილიამ პროექტის ხორცშესხმა განაგრძო.

შედეგად გოგონამ ააშენა სახლი, რომელიც 39 კვ/მ-ია, გოგონა აცხადებს, რომ ეს ყოველივე მამამისის სახელს უკავშირდება და იგი ბედნიერია რადგან საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდა.

„ცხოვრება ხშირად გიმზადებს ხაფანგს, მაგრამ ხელები არ უნდა ჩამოუშვა, უნდა დაამტკიცო, რომ ლიმონისგან მხოლოდ ლიმონათის მომზადება კი არა, ნამცხვრის მომზადებაც არის შესაძლებელი“, - აცხადებს მოზარდი.  

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.9841
EUR3.3422
GBP3.7394
RUB4.313
თბილისი 14°-27°
ქუთაისი 14°-27°
ბათუმი 16°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia