www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:13 26.06.2014
12 რამ რასაც წარმატებული ადამიანები ყოველ დილით აკეთებენ (ნაწილი მეორე)

ქმედებების ჩამონათვალი, რომლებსაც წარმატებული ადამიანები საუზმემდე მიმართავენ, იმისათვის, რათა საკუთარი პროდუქტიულობა დღის განმავლობაში შეინარჩუნონ.

„როცა თვალწინ ჩაგირბენთ თქვენი ცხოვრება უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ გაქვთ რაღაც გასახსენებელი“, - რიჩარდ ბრენსონი.

„თუ რაიმე უნდა მოხდეს, სჯობს დასაწყისში მოხდეს“, - ეს არის ლაურ ვანდერკამის აზრი, რომელიც ტაიმმენეჯმენტის ექსპერტი გახლავთ, ეს ფრაზა იქცა ბევრი ადამიანის სტრატეგიად, რომლებმაც საკუთარი თავის რეალიზება შეძლეს და მიაღწიეს საკუთარი ოცნებების შესრულებას.  

მსგავსი ადამიანებისთვის დღის პირველი რამდენიმე საათი - ეს არის დრო, რომელშიც შესაძლოა ინვესტიციის სახით საკუთარი პრიორიტეტები ჩადოთ, მანამდე სანამ სხვისი პრიორიტეტები დაიწყებენ თქვენს მიზიდვას.

ამ სტრატეგიას მეცნიერებიც მხარს უჭერენ. მრავალმხრივ კვლევებს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ დილა, ეს არის დრო, როცა ადამიანები გაცილებით ოპტიმისტები, ენერგიულები და რთული საკითხების გადასაჭრელად მზად არიან.

ასე რომ რითი არიან დაკავებულნი წარმატებული ადამიანები დილაობით? ლაურა ვანდერკამმა წარმოადგინა 12 რამ, რასაც წარმატებული ადამიანები ყოველ დილით აკეთებენ:

იკრიბებიან ერთობლივი საუზმისთვის

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც დღე დაკავებული აქვთ საქმიანი სადილებითა და ვახშმებით. მსგავსი ადამიანებისთვის დილა და განსაკუთრებით ერთობლივი საუზმე, მსგავსი ვითარება ხელსაყრელია მათთვის. აქვთ დრო და საშუალება გარკვეული წუთები ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან გაატარონ.

საკუთარი გონების გასასუფთავებლად მედიტაციას მიმართავენ

წარმატებული ადამიანები, როგორც ცნობილია სხვა ადამიანების მიმართ მომთხოვნები არიან. შესაბამისად, საკუთარი თავის მიმართ მათ გაცილებით მაღალი მოთხოვნები აქვთ. მათთვის ძალიან რთულია მოწყდნენ სამუშაოს და იფიქრონ რაიმე სხვა თემაზე. ამიტომ დილით ისინი მედიტაციას მიმართავენ, რათა მთელი დღის განმავლობაში მათი განწყობა შესაბამისი იყოს.

ისინი წერენ თემებს, რის გამოც მადლიერები არიან

მადლიერების გამოხატვა - კიდევ ერთი საუკეთესო მეთოდი საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად კარგად განაწყოთ. წარმატებული ადამიანები ყოველ დილით წერენ იმას თუ რის გამო არიან მადლიერები, ეს ყოველივე მათი ამაღლებული განწყობის გარანტია.

ადგენენ გეგმებს

გეგმების შედგენა - ეს ეფექტური მმართველების ინსტრუმენტია, მსგავსი მეთოდი მათ საშუალებას აძლევს წარმატებულად გაუძღვეს საქმეს. ისინი ყოველთვის ცდილობენ მსგავსი საქმიანობისთვის ყოველ დილით გარკვეული დრო გამოყონ.  

ამოწმებენ ელექტრონულ ფოსტას

მაშინ როცა ადამიანების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ელქტრონული ფოსტის შემოწმება რაც შეიძლება დიდი ხნით უნდა გადაიდოს, წარმატებული ადამიანები ამ აზრს არ ეთანხმებიან. ისინი ყოველ დილით ამოწმებენ შეტყობინებებს, რათა ნახონ არის თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი, რაც დღის განმავლობაში აუცილებლად გამოადგებათ.

ეცნობიან სიახლეებს

არ აქვს მნიშვნელობა როგორ ახერხებენ ისინი ამ ყოველივეს, სხედან კაფეში და კითხულობენ გაზეთის ახალ ნომერს თუ Twitter-ში მისულ სიახლეებს ამოწმებენ, მათ სურთ იყვნენ ახალი ამბების საქმის კურსში, იცოდნენ ყველაფერი რათა დღის განმავლობაში გარკვეულ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 13°-22°
ქუთაისი 13°-24°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia