www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:16 22.07.2014
სიმსივნის 5 შესაძლო ნიშანი, რომლებიც უნდა ვიცოდეთ

სიმსივნის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა სრულიად შესაძლებელია. ამისთვის საკუთარი ორგანიზმისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობაა აუცილებელი, რის შემდეგაც მოხდება ცალკეული სიმპტომების დაჯგუფება, რომელიც ადამიანს აწუხებს.

არსებობს სხვადასხვა სახის სიმსივნე, სწორედ ამიტომ მისი ნაადრევი ნიშნები შესაძლოა სხცვადასხვაგვარი იყოს. აღსანიშნავია, რომ საერთო სიმპტომების გარკვეული ჯგუფიც არსებობს, რომლებიც ნებისმიერი სახის ონკოლოგიური დაავადებისთვისაა დამახასიათებელი. აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა სხვა დაავადების ნიშნებიც იყოს, სწორედ ამიტომ ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, რაც სიმსივნის ქონის საფუძველს იძლევა:

ტკივილის შეგრძნება

ტკივილი წარმოიშვება სიმსივნის ბოლო სტადიებზე, როცა პროცესში ნერვული დაბოლოებები ჩაერთვება. დაავადების დასაწყისში კი არანორმალური შეგრძნებები იჩენს თავს, რომელიც ადამიანში იწვევს გრძნობას, თითქოს ავადაა. ასეთი პროცესი შესაძლოა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს. უყურადღებობის შემთხვევაში კი ადამიანმა მიზეზი შესაძლოა საკმაოდ გვიან აღმოაჩინოს. განსაკუთრებული ყურადღება თავის ტკივილს უნდა მიექცეს, რადგან ტვინის სიმსივნე სწრაფად ვითარდება. არ შეიძლება ქრონიკული თავის ტკივილი წნევის ცვლილებას მიეწეროს და არც ტკივილის მუდმივად ტკივილგამაყუჩებლებით ჩახშობაა რეკომენდებული. საჭიროა სპეციალისტის ჩარევა და შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლა.

წონის სწრაფი დაკარგვა

ბევრი ონკოლოგი თვლის, რომ წონის სწრაფი კლება სიმსივნის პირველი სტადიის მაუწყებელია. საუბარია წონის გამოგნებელ ცვლილებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში, სიმსივნე ორგანიზმს აიძულებს, გამოყოს ბიოლოგიურად მავნე ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას ხელს უშლის და სრულიად ცვლის მათ.

მუდმივი მოთენთილობა

ავთვისებიანი სიმსივნე ორგანიზმში მომწავლელ ნივთიერებებს უშვებს, სწორედ ამ მიზეზის გამო მიმდინარეობს ორგანიზმის ინტოქსიკაცია, რაც ღებინებითა და მუდმივი მოთენთილობით გამოვლინდება. ამასთანავე, პირველი სტადიის სიმსივნე ანემიას იწვევს, რაც ასევე მოთენთილობის მიზეზია.

მაღალი ტემპერატურა

ძალიან ხშირად, ნაადრევი სტადიის სიმსივნის ერთ–ერთი ნიშანი, ტემპერატურის მოულოდნელი და აუხსენელი, უმიზეზო მომატებაა. საქმე ის არის, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ორგანიზმის იმუნურ სისტემას უტევს, რომელიც ტემპერატურის მომატებით რეაგირებს. მესამე ან მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურა იმუნური სისტემის დაზიანებითა და ორგანიზმში მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციით შესაძლოა იყოს გამოწვეული.

თმებისა და კანის მდგომარეობის ცვლილება

აღნიშნული ცვლილებები იმიტომ ხდება, რომ სიმსივნე ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას არღვევს. მაგალითად, თირკმლის სიმსივნის წინა პერიოდში, კანი ფერს იცვლის, იგი შედარებიტ მუქი ხდება. ღვიძლის სიმსივნის შემთხვევაში კი კანი ყვითლდება. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის სიმპტომები კი თმების ცვენა და ფრჩხილის ადვილი მტვრევაა.

იმისათვის, რომ მშვიდად ვიძინოთ

იმისათვის, რომ ადამიანს მშვიდი ძილი გარანტირებული ჰქონდეს, აღნიშნული სიმპტომების გამოვლინებისთანავე სპეციალისტს უნდა მიაკითხოს. გარკვეული გამოკვლევები სიმსივნის პირველივე სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას იძლევა, ამის შემდეგ კი დამატებითი თერაპიების ჩატარებაა აუცილებელი. აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიური დაავადებით განპირობებული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლი სიმსივნით იმდენად არ არის გამოწვეული, რამდენადაც მეტასტაზების თავის ტვინში სწრაფად გავრცელებით. სიმსივნის სიმპტომების აღმოჩენისთანავე დეტალური გამოკვლევის ჩატარებაა აუცილებელი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
canadian pharmacy online2019-07-12 17:45:55
<a href="http://canadianpharmaciesoffer.com/">mail order prescriptions from canada</a>
http://canadianpharmaciesoffer.com/
<a href=http://canadianpharmaciesoffer.com/>prescript ion drugs without prior prescription</a>

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9279
EUR3.2365
GBP3.5764
RUB4.4581
თბილისი 19°-33°
ქუთაისი 19°-34°
ბათუმი 22°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia