www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:32 24.07.2014
თბილისში ახალშობილი სასქესო ორგანოს გარეშე დაიბადა
კვირა.ჯი
იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმები ჩვილის გადარჩენას ცდილობენ. პატარა, რომელსაც სასქესო ორგანო არ აქვს, უკვე რამდენიმე დღეა დიალეზზე იმყოფება.ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა არასაიმედოა.  ის ოჯახის პირველი შვილია. ჩვილი  საავადმყოფოში უკვე მონათლეს.

როგორც „კვირას“ ჩვილის დედამ განუცხადა, პატარა 17 ივლისს, ნაძალადევის რაიონში, N1 სამშობიარო სახლში დაიბადა. იგი 3 კილოს და 100 გრამს იწონიდა. ერთი კვირის განმავლობაში პატარამ წონაში მოიმატა და ამჟამად 3 კილოსა და 500 გრამს იწონის. დედის ინფორმაციით, ბავშვი  უკვე დიალეზზეა და ორივე თირკმელი გაეთიშა. ამ დრომდე ჩვილის მხოლოდ ერთი თირკმელი ფუნქციონირებდა.

„ექიმები მეუბნებიან, რომ მდგომარეობა უიმედოა. ჩემს შვილს თირკმლის გადანერგვა ესაჭიროება. როგორც მითხრეს, საქართველოში ჩვილის თირკმლის შეძენა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. თურქეთში გვირჩიეს ბავშვის წაყვანა. ახლა გამოკვლევები უტარდება და შედეგებს სტამბოლის საავადმყოფოში გადავაგზავნით. ამისთვის კი საზოგადოების მხარდაჭერა გვჭირდება.

ორსულობის პირველ თვეებში  რაღაც პრობლემები მქონდა, მაგრამ მერე ვიმკურნალე. მთელი ორსულობის პერიოდი ნორმალურად მიმდინარეობდა. თუმცა, ექოსკოპიური დათვალიერებისას ბავშვის სქესს ვერ ადგენდნენ, მეუბნებოდნენ, ბავშვი ისეთ პოზაშია, სქესი არ ჩანსო. ჩემთვის სქესს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. პირველი შვილია და სქესს მნიშვნელობას არ ვანიჭებდი“, – აცხადებს ჩვილის დედა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ,რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამჟამად გამოკვლევები უტარდება. მედიკოსები ჩვილის პათოლოგიას ნაწილობრივ გენეტიკას უკავშირებენ. თუმცა, დედა ამბობს, რომ  ასეთი ფაქტი მათ ნათესაურ კავშირში პირველი შემთხვევაა.

„კვლევები ჯერ არ  დამთავრებულა, თუმცა, ანალიზის პასუხებმა ცხადყო, რომ ადენოგენეტარულ სინდრომთან გვაქვს საქმე. მონოგენური დაავადება, როდესაც თირკმლის ზედა ჯირკვალზე არასწორი ფუნქციონირების გამო სასქესო ორგანოების არასწორი ფორმირება ხდება. ჩვილს სათესლე ჯირკვლები აქვს, მაგრამ სასქესო ორგანო – „პენისი“ არ აქვს. უროლოგმაც იგივე დაადასტურა. ასეთი პათოლოგია გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით, მათ შორის სამი უმთავრესი ფაქტორია. სამივე ფაქტორი გენეტიკასთან არის კავშირში. ანალიზის პასუხის შედეგად გავიგებთ, თუ რა ფაქტორმა გამოიწვია პათოლოგია. ჩვილს იმხელა სათესლე პარკები აქვს, რომ შეიძლება ორსულობის პერიოდში ექოსკოპიური გამოკვლევის დროს სასქესო ორგანო გვერდითა ხედიდან არ გამოჩენილიყო. ამ ეტაპზე ქრომოსომებზე სინჯები არ გაგვიკეთებია, ანუ ამ ეტაპზე ბავშვს ქრომოსომები გოგოსი აქვს, თუ ბიჭის, უცნობია“, – ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ლალი მარგველაშვილი.

ჩვილის დასახმარებლად ანგარიშის ნომერი გახსნილია „თი-ბი-სი“ ბანკში:

GE-42TB7003299365100011

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 13°-27°
ბათუმი 15°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia