www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:10 15.08.2014
ტყუპი დის საოცარი ამბავი, რომელმაც 20 წლის წინ მსოფლიო შეძრა
მშობლები.ჯი
ერთ დროს მთელი მსოფლიო გულისფანცქალით ადევნებდა თვალს ამ ტყუპი დის ჯანმრთელობის მდგომარეობას. რაც კაირსა და ბრიელ ჯექსონს შეემთხვათ, ნამდვილი სასწაული იყო. 

ეს ბავშვები ვადაზე მთელი 12 კვირით ადრე მოევლინენ ქვეყანას. თითოეული კილოგრამსაც არ იწონიდა და მათი გადარჩენის შანსიც ძალიან დაბალი იყო.

დები ცალ-ცალკე მოათავსეს დღენაკლულთა ინკუბატორში. ბრიელის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა, პატარამ წონაში მატებაც დაიწყო. კაირის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმე იყო. ექიმებმა იმედი თითქმის დაკარგეს. 

რამდენიმე კვირის შემდეგ სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა: ღამით ბრიელმა საშინელი ტირილი მორთო. ისე ძლიერ ტიროდა, რომ სუნთქვა ეკვროდა. სხეული სულ გაულურჯდა. მორიგე ექთანმა მის ხელთ არსებულ ყველა ზომას მიმართა, მაგრამ ბავშვი ვერ დაამშვიდა. ვერავინ გაიგო ასეთი ძლიერი ტირილის მიზეზი. იმედგადაწურულმა მედდამ, გეილ კასპარანმა გოგონების ერთად დაწვენა გადაწყვიტა. ეს აკრძალული იყო, მაგრამ გეილმა მაინც გარისკა. სწორედ ამ დროს მოხდა დაუჯერებელი რამ: ბრიელი მაშინვე დამშვიდდა და ინსტინქტურად მოეხვია თავის დასუსტებულ დაიკოს, კაირს. 

რამდენიმე დღეში კაირის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, წონის მატება დაიწყო და სულ მალე დაიკოსაც კი გაუსწრო. 

დღეს კაირი და ბრიელი 20 წლისანი არიან და უნივერსიტეტში სწავლობენ. როგორც ყველა ტყუპი, ისინიც დიდ დროს ატარებენ ერთმანეთის გვერდით. 

ზოგჯერ ადამიანის სხეული სითბო საუკეთესო წამალია, მითუმეტეს ტყუპის ცალებისთვის, რომლებსაც ძალიან დიდი სიახლოვე აკავშირებთ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7424
EUR3.063
GBP3.4979
RUB4.2434
თბილისი 14°-27°
ქუთაისი 14°-22°
ბათუმი 16°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia