ექსპერტებმა დაადგინეს, თუ რა რეაქცია აქვთ ადამიანებს იმ საკვებზე,
რომელზეც ბუზი დაჯდა და რამდენად საშიში
შეიძლება ეს იყოს. სპეციალისტების დასკვნები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.
გადაყრით თუ არა საკვებს, რომელსაც ბუზი დააჯდა? აღმოჩნდა, რომ
ადამიანების უმრავლესობა ასე არ იქცევა. ჩატარებული გამოკვლევის თანახმად,
ადამიანების 3 პროცენტი ეცდება გადაყაროს მსგავსი საკვები, 97 პროცენტი კი უარს
იტყვის ასეთი საკვების მოცილებაზე.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბუზებს საცეცებით მრავალი ინფექცია
გადააქვთ, სწორედ ამიტომ, ბუზები განსაკუთრებით საშიშნი არიან ადამიანებისთვის.
„ბუზებს ორჯერ მეტი ინფექცია და ბაქტერია გადააქვთ ვიდრე სხვა
მწერებს. ეს უნდა იცოდეთ, რათა შესაძლებელი იყოს საკმაოდ საშიში ინფექციების
თავიდან აცილება“, - აცხადებენ სპეციალისტები.