www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:47 10.12.2014
როგორ ხსნის ფიზიოლოგია პოლიტიკურ მისწრაფებებს

ტვინის რომელი უბნის მეშვეობით ვირჩევთ პოლიტიკოსებს

ადამიანები შეჩვეულნი არიან იმ შეხედულებას, რომ მათი პოლიტიკური აზრები განპირობებულია მათი აღზრდის, განათლებისა და გარშემომყოფებთან ურთიერთობის შესაბამისად. თუმცა, კვლევებმა გენეტიკის, ნეირობიოლოგიისა და სხვა დისციპლინების სფეროში აჩვენეს, რომ იდეოლოგიურ შეხედულებებზე მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები არ მოქმედებენ.

ხშირ შემთხვევაში ადამიანის პოლიტიკურ  არჩევანზე მისი ფიზიოლოგია მოქმედებს.

პოლიტიკურ შეხედულებაზე ტვინის წყობა მოქმედებს

შიში: კონსერვატორების შეშინება მარტივია

ადამიანები, რომლებიც კონსერვატორულ შეხედულებებთან ახლოს არიან, მარტივად შინდებიან. 2008 წელს, ნებრასკას შტატში ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც მათ ადამიანები „კონსერვატორებად“ და „ლიბერალებად“ დაყვეს, მათ მიმართ დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად. კითხვები არმიის  დაფინანსებას, სიკვდილით დასჯას, პატრიოტიზმსა და მსგავს  თემებს უკავშირდებოდა. შემდეგ ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს სთხოვეს ენახათ ფილმი, რომელიც 33 სურათისგან შედგებოდა, რომელთაგან 30 ნეიტრალური იყო, სამი კი საშინელი. მეცნიერები დააკვირდნენ ფიზიოლოგიური რეაქციების ინტენსივობას მათ მიერ გამოხატულ შიშზე. გაირკვა, რომ „კონსერვატორები“ გაცილებით მკვეთრად რეაგირებენ შიშზე  ვიდრე „ლიბერალები“. ფსიქოლოგებმა ივარაუდეს, რომ ყოველივე ტვინის ნახევარსფეროების აქტივობას უკავშირდებოდა, რომელთა განვითარებაც გენეტიკის საკითხია.

ზიზღი: პოლიტიკურ კონკურენტებს მწერებად აღიქვამენ

რამდენიმე ექსპერიმენტმა, რომლებიც აშშ-სა და  ბრაზილიაში ჩატარდა , დაამტკიცა, რომ ზიზღზე, რომელსაც ადამიანები მწერების ან სიბინძურის მიმართ განიცდიან, პასუხისმგებელია ტვინის ის უბნები, რომლებიც ასევე პასუხს აგებენ მორალურ ზიზღზეც. პოლიტიკოსები ოპონენტებისადმი იმავე ზიზღს განიცდიან, რასაც მწერებისა და სიბინძურის მიმართ.

აზარტი: ლიბერალები მარტივად მიდიან რისკზე

ლიბერალები და კონსერვატორები რისკზე წასვლის გადაწყვეტილებას სხვადასხვაგვარად იღებენ. ბრიტანელმა მეცნიერებმა, ექსეტერის უნივერსიტეტიდან ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები პოლიტიკური შეხედულების შესაბამისად სხვადასხვა აზარტულ  თამაშებს თამაშობდნენ, ტომოგრაფიის მეშვეობით კი მათ ტვინს აკვირდებოდნენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კონსერვატორები სერიოზულ სტრესს განიცდიდნენ, ლიბერალების შემთხვევაში კი აქტიურობდა ტვინის ის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია სოციალურ ქცევებსა და თვითაღქმაზე.

იდეოლოგიაზე კონკრეტული გენები მოქმედებენ

ბიოლოგები სწავლობენ  კონკრეტულ გენს, რომელიც  ჩვენს რწმენაზეა პასუხისმგებელი.  გაირკვა, რომ ნეიროტრანსმიტერები გლუტამატი, დოპამინი და   სეროტონინი კავშირში არიან არჩევნებზე ადამიანის აქტიურობასა და პოლიტიკურ შეხედულებასთან. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-23°
ქუთაისი 12°-28°
ბათუმი 16°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia