www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:39 07.07.2015
ის, რაც სამუშაო დღის განმავლობაში გკლავთ - ექვსი მიზეზი

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მშენებლობასთან და მსგავს ადგილებთან განსხვავებით, ოფისი განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანისთვის. ნათელი, კომფორტული, მოხერხებული - სამოთხე მშრომელთათვის - ეს სიმართლე არ არის. ამ ყოველივეს ფსიქოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არ ეთანხმებიან. ამბობენ, რომ ოფისში მუშაობა მრავალ საშიშ რაიმეს მოიცავს, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხის წინაშე აყენებს. Business Insider-ის ჟურნალისტებმა აღნიშნულ საკითხზე კვლევა ჩაატარეს და შეადგინეს საშიში გარემოებების სია, რომელსაც საოფისე მუშაობა მოიცავს.

მარშუტი „სახლი-სამსახური-სახლი“

ამ პუნქტს განსაკუთრებული ყურადღება მეგაპოლისის მაცხოვრებლებმა უნდა მიაქციონ. სენტ-ლუისისა და კუპერის ინსტიტუტების მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ავტომობილით ყოველდღიური სიარული სამსახურში  ქოლესტერინის მატების რისკს ზრდის, ასევე სისხლში შაქრის დონის მომატების რისკფაქტორსაც.

ამასთანავე, ყოველდღიური ხანგრძლივი გზა დეპრესიის წარმოშობის მიზეზიცაა. ისინი, ვინც ავტომობილს საზოგადოებრივ ტრანსპორტში  ცვლის, უკეთეს სიტუაციაში არ იმყ ოფებიან. ყოველდღიური 30 წუთიანი მოგზაურობა მეტროთი ან ავტობუსით, მეცნიერების აზრით, ასევე ზრდის დეპრესიის რისკფაქტორს.

საოფისე სავარძელი

მუდმივი ჯდომითი მდგომარეობა, საგრძნობლად ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამის შესახებ შვეიცარიელი მეცნიერები საუბრობენ. ადამიანები, რომლებიც ძირითად მჯდომიარე პოზიციაში მუშაობენ, იტანჯებიან ოსტრეოქონდროზით, მომატებული არტერიული წნევით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებით. ამასთანავე, სრულებით არ აქვს მნიშვნელობა დაკავებულია თუ არა ადამიანი ფიზიკური  ვარჯიშებით რთული სამუშაო დღის მიწურულს.

კიდევ ერთი მომენტი. ოფისის ბევრი ტანამშრომელი იმდენად ეჩვევა მჯდომარე სიტუაციას, რომ ეს ყოველივე ჩვევაში გადასდით.

კომპიუტერის მონიტორი

დაძაბულობა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერის ეკრანს მოაქვს, მხედველობის გაუარესებას იწვევს. ეკრანი, რომელიც სინათლის წყაროა, ითვალისწინებს აქტიური კონტრასტის წყაროსაც. ამის შედეგად, ადამიანები ხშირად ახლომხედველობით იტანჯებიან, ასევე უშრებათ თვალის გუგა და აქვთ აუტანელი თავის ტკივილები.

ჭუჭყიანი კლავიატურა

ოფისის კომპიუტერის კლავიატურა - ბაქტერიების იდეალური წყაროა. თუ რა თქმა უნდა მისი მფლობელი მუდმოვად არ წმენდს მას.

ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რის ფარგლებშიც სხვადასხვა ოფისის 33 კლავიატურა შეამოწმეს. ყოველ მეხუთე კლავიატურაზე ნაწლავის ჩხირის გამომწვევი ბაქტერია იქნა აღმოჩენილი, ასევე აღმოაჩინეს სტაფილოკოკის გამომწვევი ბაქტერიებიც. სპეციალისტების განცხადებით ყოველი 10 ადამიანიდან 1 არასდროს წმენდს საკუთარ კლავიატურას, ყოველი მეორე კი წმენდს მას ერთხელ რამდენიმე თვის განმავლობაში.

გვირაბის სინდრომი

საშიში  ბაქტერიები - ერთადერთი არ არის, რითიც შესაძლოა ოფისის კლავიატურა იყოს დაბინძურებული. ისინი, ვინც დიდ დროს ატარებენ ამა თუ იმ ტექსტის აკრეფაში, ხელის მტევნის გვირაბის სინდრომით იტანჯებიან. გამოხატულია თიტების ანემიითა და სახსრების ტკივილით.

პრინტერთან მეზობლობა

არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ოფისის თანამშრომლების პირველი მტერი კონდიციონერია. რამდენიმე წლის წინ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ ნივთს კონკურენციას პრინტერი უწევს. მეცნიერე ბმა ა სობით პრონტერი გამოიკვლიეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ თითქმის ყველა მათგანი მუშაობისას ჰაერში მელნის ნაწილაკებს გამოაფრქვევს, რომლებმაც შესაძლოა ფილტვებში შეაღწიონ და ალერგია გამოიწვიონ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2019
ივნისი 2019
ივნისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.7468
EUR3.0943
GBP3.4753
RUB4.27
თბილისი 19°-33°
ქუთაისი 19°-31°
ბათუმი 21°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia