კბილების გათეთრება - საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა, რომლის
უფლებასაც საკუთარ თავს ყველა ვერ აძლევს. თეთრ კბილებზე კი თითოეული ჩვენგანი
ოცნებობს. როგორ ვიპოვოთ გამოსავალი? არსებობს უამრავი ხალხური მეთოდი, რომელიც
შესაძლოა ამ სურვილის ახდენაში დაგეხმაროთ, რამდენიმე მათგანი საკმაოდ ეფექტურიც
კი არის. დღეს გაგაცნობთ ერთ მეთოდს, რომელსაც უცნაურიც კი შეგვიძლია ვუწოდოთ,
რადგან ეს პროცედურა კბილების გათეთრებას სამედიცინო ნახშირის მეშვეობით
გულისხმობს.
იმისათვის, რომ საკუთარ თავზე გამოსცადოთ ამ პროცედურის ეფექტურობა,
შეიძინეთ ნებისმიერ აფთიაქში სამედიცინო ნახშირი. თუ იგი კაფსულების სახით არ
არის, მაშინ აბები უნდა დაფქვათ და დაყაროთ კბილის ჩოთქზე, შემდეგ კი კარგად
გაიხეხოთ კბილები.
იმისათვის რომ კარგი შედეგი მიიღოთ, მიმართეთ ამ მეთოდს ყოველ დილით,
კბილების გახეხვის ხანგრძლივობა სამედიცინო ნახშირით 3-5 წუთი უნდა იყოს.