www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:49 10.08.2015
როგორ გავარჩიოთ საშიშია თუ არა ხალი

რაც უფრო დიდი ხალი აქვს ადამიანს სხეულზე, მით უფრო ბედნიერია იგი - ასე ამტკიცებენ ადამიანები, რომლებსაც წინაპრების სჯერათ. ის, რომ ეს ცრურწმენაა - კარგად არის ყველასთვის ცნობილი, ხოლო ის, რომ ხალი შესაძლოა საშიში იყოს კარგად არის ცნობილი - ექიმებისთვის.

რატომ ხდებიან დროთა განმავლობაში უმნიშვნელო, შეუმჩნეველი პიგმენტური ლაქები სიმსივნეები, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა შეუძლიათ? იმისათვის, რომ ეს გავიგოთ, აუცილებელია თავდაპირველად გავარკვიოთ, როგორია ხალი და რა მოვლენებმა შეიძლება აქციონ ისინი საშიშად.

რა არის ხალი?

ხალი პიგმენტური ლაქაა, რომელშიც თავმოყრილია მელანოციტები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მელანინის გამომუშავებაზე. ხალები შესაძლოა სხეულის სხვადასხვა ნაწილებში იყოს განლაგებული, შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა ფორმები და შეფერილობა -ღია ყავისფერიდან, თითქმის შავ ფერამდე. მათი გარკვეული ნაწილი აბსოლუტურად ბრტყელია, ნაწილი კი ოდნავ ამოზნექილი.

ხალების ფორმირებაზ ე გავლენას მელანინი ახდენს, ნივთიერება, რომელიც კანის  პიგმენტაციაზეა პასუხისმგებელი. ცხოვრების სხვადაასხვა ეტაპზე, მისი რაოდენობა შესაძოა შეიცვალოს, მაგალითად გაიზარდოს ორსულობის დროს ან მზეზე ხანგრძლივად ყოფნისას.

 ხალები, რომლებიც ეჭვს ბადებენ

ჩვეულებრივი ხალები არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ. მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, ნებისმიერ მომენტში შესაძლოა ავთვისებიან სიმსივნედ, მელანომად გარდაიქმნან.

ერთერთი საშიში ფაქტორი „მზის აბაზანების“ ხანგრძლივობაა, განსაკუთრებით მზის მაქსიმალური აქტივობისას - შუადღის 1 2 საათიდან 16 საათამდე.

ხანგრძლივად მზეზე ყოფნისას უწყინარი ხალის ონკოლოგიურ წარმონაქმნად გადაქცევის მიზეზად შესაძლოა ხალის მთლიანობის დარღვევა გახდეს.

მუდმივი ზემოქმედება ან ტანისამოსის დეტალებით მისი გაღიზიანება: ბიუსტჰალტერის სახელურებით, ყელსაბამებით, ქამრებით

ჰორმონალური ცვლილებები გარდატეხის ასაკში ან ორსულობის დროს. ამასთანავე, არსებობს ადამიანების  გარკვეული ჯგუფი, რომლებსაც ხალის მელანომად გარდაქმნის რისკ ფაქტორი გაცილებით მაღალი აქვთ ინდივიდუალური მიზეზების გამო. თქვენ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებით თუ თქვენ:

ღია კანი და ღია ფერის თმა გაქვთ

გაქვთ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ხალები, თუ მათი  გარკვეული ნაწილის ზომა 6 მმ-ზე მეტია

ახლო ნათესავებიდან ვინმეს თუ დაუსვეს „კანის კიბოს“ დიაგნოზი

როგორ ამოვიცნოთ საშიში ხალი

არსებობს სპეციალური ტაბლო, რომელიც ამარტივებს საშიში გამოვლინებები დამახსოვრებას, რაც შესაძლოა მელანომისკენ მიგითითებდეთ.

სისტემა მოიცავს 5 სიმპტომს, რომელთა ცოდნამ შესაძლოა გადაარჩინოს თქვენი და ახლობელი ადამიანების სიცოცხლეც:

ასიმეტრია

ასიმეტრიულობის შემჩნევა შესაძლოა მიუთითებდეს იმისკენ, რომ ხალმა მელანომად გარდაქმნა დაიწყო. შესამოწმებლად წარმოსახვითი ხაზები გაავლეთ ხალის შუაგულიდან, თუ ორივე ნაწილი სიმეტრიულია, მაშინ არაფერზე იდარდოთ. თუ პირიქით - მაშინ აღელ ვების მიზეზი გაქვთ.

 კუთხე

ნებისმიერი სხვადასხვა  ფორმის კუთხის გამოჩენა ხალზე საკმაოდ საშიში სიმპტომია.

ფერი

მნიშვნელოვანია ხალის შეფერილობა. ნორმაში მყოფი ხალი ფერს არ უნდა იცვლიდეს. თუ ღია ყავისფერი ხალი შავად გარდაიქმნა,  მიმართეთ ექიმს.

ზომა

რაც უფრო დიდია ხალი, მით იფრო დიდია მისი გარდაქმნის რისკფაქტორი. საშიშად ითვლება ხალი, რომლის ზომა 6 მმ-ზე დიდია. საშიში სიმპტომია ხალის ზომაში გაზრდაც.

დინამიკა

ხალების ნებისმიერი გარეგნული ცვლილება - ბზარების გაჩენა, სისხლდენები, ბეწვები, მისი ტექსტურის შეცვლა - აღელვების მიზეზია.

თუ ამ ხუთი სიმპტომიდან რომელიმე აღმოჩინეთ, არ გადადოთ შესაბამის სპეციალისტთან  ვიზიტი. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-27°
ქუთაისი 13°-22°
ბათუმი 16°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia