www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:03 20.05.2016
გულის დაავადების 6 სიმპტომი, რომელიც არ უნდა უგულებელყოთ!
პერიოდონტიტმა შეიძლება ათეროსკლეროზული გულის დაავადება და გულის შეტევა გამოიწვიოს კარდიოლოგი ჯონ ერვინი, რომელიც ტეხასის ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრში მუშაობს, იმ 6 სიმპტომზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ თქვენს გულს პრობლემები აქვს და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს:

სექსუალური დისფუნქციაბევრს ჰგონია, რომ სექსუალური დისფუნქცია რეპროდუქციული ორგანოებით არის განპირობებული. მაგრამ, განსაკუთრებით მამაკაცებში, ეს არტერიული დაავადების ნიშანია. არტერიული პრობლემების დროს რთულია ერექციის მიღწევა და მით უმეტეს, შენარჩუნება. ქალებში ლიბიდოს დაქვეითება მენოპაუზის დადგომის სიგნალია.

ხვრინვა ან ძილის დროს სუნთქვის უკმარისობაექიმების განცხადებით, ხვრინვა შესაძლოა, გულის დაავადების ერთ-ერთი ნიშანი იყოს. ძილის დროს სუნთქვის უკმარისობა ფსიქოლოგიური ცვლილებებით არის გამოწვეული, რომელიც გულის შეტევის რისკს ზრდის.

პირის ღრუს გამოშრობა, სისხლდენა და ღრძილების დასიებაგასიებული ღრძილები პერიოდონტიტის მანიშნებელია. ეს სერიოზული დაავადებაა, რომელიც ღრძილებს აზიანებს და შეუძლია ყბა გაანადგუროს. ამასთან, პერიოდონტიტმა შეიძლება ათეროსკლეროზული გულის დაავადება და გულის შეტევა გამოიწვიოს.

მხრის ან კისრის შეკუმშვა ან ტკივილიბევრი ამბობს, რომ გულის შეტევისას გრძნობენ "სპილოს დაბიჯებას მკერდზე", ზოგი კი "მკლავში მოჭერის შეგრძნებას". ესაა კლასიკური მანიშნებლები გულის შეტევის წინ. ხშირად გულის შეტევის წინ კისრის, ყბის და მხრის არეში ტკივილს, შეკუმშვას ან ზეწოლას გრძნობენ.

დასიებული ფეხებიფეხები მრავალი მიზეზით შეიძლება დაგისივდეთ, სიცხითაც კი. თუმცა, შესაძლოა, ეს გულის უკმარისობის ბრალი იყოს. 

საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა და გულძმარვაეს სიმპტომები ბევრს ახასიათებს და იშვიათად ითვლება სერიოზული შეშფოთების მიზეზად. თუმცა, ზოგ შემთხვევაში წვისა და ტკივილის შეგრძნება მუცლის ღრუს ზედა ნაწილში შესაძლოა გულის შეტევის ნიშანი იყოს. ამასთან, კუჭნაწლავის გამუდმებული აშლილობა, შესაძლოა გულის შეტევის წინა სიმპტომი გახდეს. თუ ეს სიმპტომები გულის რევის შეგრძნებასთან, ოფლიანობასა და სუნთქვის უკმარისობასთან არის გაერთიანებული, აუცილებელია ექიმს მიმართოთ მიზეზის დასადგენად.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6939
EUR3.0323
GBP3.5053
RUB4.2087
თბილისი 4°-9°
ქუთაისი 7°-14°
ბათუმი 8°-12°
მთავარი