www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:00 13.06.2016
ახალი დიეტა - „კიბე", რომელის დახმარებითაც 5 დღეში 8 კილომდე დაიკლებთ
დიეტის ძირითადი არსი მარტივია - 5 დღე და 5-საფეხურიანი კიბე, რომელსაც  სასურველ ფიგურამდე მიჰყავხართ. ყოველი ახალი დღე - ახალი საფეხურისგან და დიეტის ახალი ეტაპისგან შედგება.

გადავხედოთ დიეტის ეტაპებს და თითოეულ საფეხურზე ერთად შევჩერდეთ:

1. გამწმენდი

პირველი ეტაპი, ალბათ, მარტივად მისახვედრია თქვენთვის - ამ დღეს თქვენი ორგანიზმი შლაკებისა და ტოქსინებისგან გასუფთავდება. ეს ეტაპი საკმაოდ მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, ეცადეთ, მას მთელი სერიოზულობით მიუდგეთ! ეს აუცილებლად გაგაძლიერებთ შემდეგი ეტაპების დასაძლევად და თქვენს ორგანიზმს გასახდომად მოამზადებს. თუკი პირველივე ეტაპს სწორად და დარღვევების გარეშე ჩაათავებთ, დილით, გაღვიძებისთანავე დადექით  სასწორზე და არ გეგონოთ, რომ გეჩვენებათ ან სასწორი გატყუებთ - თქვენ უკვე ხართ 1-2 კილოგრამით ნაკლები.

2. აღმდგენი

მეორე ეტაპის მიზანია, აღადგინოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სწორი მუშაობა, რაც ძალიან  მნიშვნელოვანია როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე სწორად გახდომისთვის.  ამ ეტაპზე შეგიძლიათ მიიღოთ რძის პროდუქტები, რასაც „გამწმენდი“ ეტაპის შემდეგ, თქვენი ორგანიზმი საუკეთესოდ აითვისებს. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი დღის რაციონი დაბალკალორიულია, თქვენ კიდევ 1-2 კილო გაქვთ მოკლებული. ისიამოვნეთ თქვენი განსაცვიფრებელი შედეგით და გადადგით ნაბიჯი შემდეგი საფეხურისკენ. 

3. ენერგეტიკულიდიეტის ყველაზე გემრიელი და სასიამოვნო ეტაპი. ამ დღეს მოგიწევთ  ორგანიზმის ენერგიით შევსება, რომელიც თქვენმა ორგანიზმმა პირველ და მეორე ეტაპზე დახარჯა. ამ ეტაპზე თქვენი ორგანიზმი საკმაოდ გაღარიბებული, მშიერი და შაქარს მონატრებულია. ამიტომ,  მესამე საფეხურზე, სანამ თქვენი ორგანიზმი გაგინაწყენდებათ, გაახარეთ ის გლუკოზით, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა. ამ „ტკბილ“ დღეს თქვენ დაახლოებით 0,5-1 კილომდე დაიკლებთ.

4. სამშენებლომას ეს სახელი ტყუილად არ ჰქვია. მისი მიზანია, დაეხმაროს ორგანიზმს ცხიმოვანი უჯრედების დაწვაში ისე, რომ კუნთოვანი მასა არ დაზიანდეს. საკვებთან ერთად, ცილის აქტიური მიღება დაეხმარება თქვენს ორგანიზმს, შეასრულოს აუცილებელი სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ამასთანავე, გახდომის პროცესი გრძელდება! სამშენებლო საფეხური დაგეხმარებათ, დაემშვიდობოთ ზედმეტ 700 გრამს.

5. ცხიმების დაწვააი, ბოლო საფეხურამდეც მივედით! დღეს თქვენ სასარგებლო ცელულოზა გელოდებათ (მცენარეული უჯრედისი, რომელიც შეუცვლელია საჭმლის ნორმალური მონელებისთვის). 

ცელულოზა დაგეხმარებათ გახდომის პროცესის დასრულებაში. ის ორგანიზმში საკმაოდ ბევრ პროცესს აკონტროლებს და, რაც ყველაზე მთავარია, მას წყლის ათვისების უნიკალური უნარი აქვს (საკუთარ მოცულობაზე, დაახლოებით, 6-ჯერ მეტი), რის შედეგადაც კუჭში წარმოიქმნება პატარა ღრუბლის მსგავსი მასა, სწორედ ამიტომ, დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველი პროდუქტები (ხილი, უმი ბოსტნეული, შვრია) უფრო სწრაფად იწვევს კუჭის შევსებისა და დანაყრების შეგრძნებას. დიეტის ბოლო, მეხუთე საფეხური დაგეხმარებათ ზედმეტი 1-1,5 კილოგრამის მოშორებაში.

დიეტა „კიბის“ მენიუ

1-ლი დღე, 1-ლი საფეხური - „გამწმენდი“დღის მანძილზე აუცილებელია, მიიღოთ 1 კგ ვაშლი და დალიოთ, მინიმუმ, ერთ ლიტრი წყალი. ასევე, მიიღეთ 6-8 ტაბლეტი აქტივირებული ნახშირი (თითო ტაბლეტი ორ საათში ერთხელ)

მე-2 დღე, მე-2 საფეხური - „აღმდგენი“დღის მანძილზე აუცილებელია, მიიღოთ 1 ლიტრი კეფირი და, დაახლოებით, 600 გრამი დაბალცხიმიანი ხაჭო. მეორე საფეხურზეც აუცილებელია მიიღოთ, მინიმუმ, ერთ ლიტრი წყალი ან გაზგასული მინერალური სასმელი.

მე-3 დღე, მე-3 საფეხური - „ენერგეტიკული“მესამე ეტაპისთვის თქვენი რაციონი შემდეგია: 2 სუფრის კოვზი თაფლი, 300 გრამი ქიშმიში, ჩირის  კომპოტი (უშაქრო)  და რა თქმა უნდა, სულ მცირე, ერთი ლიტრი წყალი.

მე-4 დღე, მე-4 საფეხური - „სამშენებლო“ცილოვანი დღე - 500 გრამი ქათმის ან ინდაურის ხორცი, შეზავებული მწვანილით. ხორცი შეგიძლიათ, მოხარშოთ, გამოაცხოთ, მოამზადოთ გრილზე ან ორთქლზე. არ დაგავიწყდეთ დღის მანძილზე წყლის მიღება.

მე-5 დღე, მე-5 საფეხური - „ცხიმის დაწვა“ამ დღეს შეგიძლიათ მოიწყოთ ნამდვილი დღესასწაული - მიირთვათ ხილი და ბოსტნეული ნებისმიერი რაოდენობით. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა მიირთვათ 200 გრამი წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა და, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ - დღის მანძილზე აუცილებელია წყლის მიღება.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9336
EUR3.2487
GBP3.5602
RUB4.4689
თბილისი 19°-36°
ქუთაისი 22°-31°
ბათუმი 22°-26°
მთავარი