www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:30 24.03.2014
მოვლილი ქალის სამი საიდუმლო
მანანა აბაშიძე
იმისათვის, რომ მოვლილად გამოიყურებოდეს და თავს თავდაჯერებულად გრძნობდეს, ნებისმიერმა ქალმა უნდა იცოდეს მოვლილი ქალის სამი „საიდუმლო“.

 საკმარისი ძილი

 საკმარისი და კარგი, უშფოთველი, ჯანმრთელი ძილი პირველია იმ „საიდუმლოთა“ ჩამონათვალში, რომელნიც აუცილებლად უნდა იცოდეს ნებისმიერმა ქალმა იმისათვის, რომ მომხიბლავად გამოიყურებოდეს.

 ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სრულფასოვანი ძილი არამარტო სილამაზის არამედ, ჯანმრთელობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაცაა. დაკვირვებულმა ქალებმა ეს კარგად იციან პირადი გამოცდილებითაც - საკმარისია ორი-სამი ღამე ზედიზედ ვერ გამოიძინონ და სახე უკვე მობერებულად, არაჯანმრთელად გამოიყურება. საქმე ისაა, რომ ძილის დროს ორგანიზმში უმნიშვნელოვანესი მეტაბოლური და რეგენერაციული პროცესები მიმდინარეობს. ხდება არამარტო მთლიანად ორგანიზმის არამედ, კანის აღდგენაც.

 შედეგად, კარგად გამოძინებული ქალი შესანიშნავად გამოიყურება ხოლო გამოუძინებელი - ცუდად. ამიტომ, იმისათვის რომ კარგად გამოიყურებოდეს, ქალს მინიმუმ 7-9 საათი უნდა ეძინოს. საუკეთესო ვარიანტში, უნდა დაიცვან რეჟიმი: დაიძინონ და გაიღვიძონ ერთი და იგივე დროს.

 დაბალანსებული და ჯანსაღი კვება

 ჩვენი კანი სარკესავით ირეკლავს ჩვენი ჯანმრთელობის ნებისმიერ პრობლემას. ყველაზე ხშირად ჯანმრთელობის პრობლემები თავს იჩენს კანის ნაცრისფერი ელფერით, გადაღლილი იერით, ამოშავებული უპეებით და სხვა.

 ასეთ დროს, ქალმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება იმას თუ რამდენად სრულფასოვნად იკვებება. იმისათვის, რომ თქვენც ჯანმრთელები იყოთ და  თქვენი კანიც კარგად გამოიყურებოდეს, აუცილებელია რეგულარულ და დაბალანსებულ კვების რეჟიმზე გადასვლა.

 რაციონში ჩართეთ: დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული; რძის და ცილების შემცველი საკვები; მარცვლეული და მცენარეული ცხიმები. განსაკუთრებით სასარგებლოა ორგანიზმისთვის ისეთი ვიტამინები როგორებიცაა: А, Е და В რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავენ მწვანე და ყვითელი ხილი, ბოსტნეული, მცენარეული ცხიმები და ბურღულეული.

 სწორი მოვლა

 არსებობს კანის მოვლის სამი უმთავრესი პრინციპი, რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეს ნებისმიერმა ქალმა და რომელნიც, განუხრელად უნდა დაიცვას.

 გაწმენდა

 ეს არის უპირველესი პროცედურა, რომელიც განუხრელად უნდა დაიცვას ნებისმიერმა ქალმა ყოველ დილა-საღამოს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს და მეტისმეტი გულმოდგინებისგან კანი არ დავაზიანოთ.

 ამიტომ, უმჯობესია, სახე დავიბანოთ არა ონკანის წყლით, არამედ ნადგომით ან, გამოვიყენოთ შესაბამისი კოსმეტიკური საშუალებები რომლებსაც შეარჩევთ კონკრეტულად თქვენი კანის ტიპისთვის.

 დატენიანება

 გაწმენდის შემდეგ, კანის მოვლისთვის,  უმნიშვნელოვანესი პროცედურაა დატენიანება. კარგად დატენიანებული კანი გარეგნულადაც ჯანმრთელად და ახალგაზრდულად გამოიყურება.

 გარდა ამისა, საკმარისად დატენიანებული კანი უკეთ და უფრო დიდხანს ინარჩუნებს ელასტიურობას, ნაოჭები შედარებით გვიან ჩნდება.  სწორად შერჩეული დამატენიანებელი კოსმეტიკური საშუალება ბევრ ძვირადღირებულ კოსმეტოლოგიურ პროცედურას შეგიცვლით.

 მეტად მნიშვნელოვანია აგრეთვე, სმის რეჟიმის დაცვაც; დღის განმავლობაში, მინიმუმ ლიტრა-ნახევარი, ორი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ კანის დატენიანიების პროცესები შიგნიდან, ორგანიზმშიც მოდიოდეს.

 მზის სხივებისგან დაცვა

 და ბოლო, მესამე უმნიშვნელოვანესი წესია კანის დაცვა ულტრაიისფერი სხივებისგან. თაკარა მზეში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები, რომლებიც ახდენენ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ბლოკირებას და კანს ნაადრევი დაბერებისგან იცავენ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 13°-28°
ბათუმი 15°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia