www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:14 28.03.2014
როგორ შევაჩეროთ სიბერე
მანანა აბაშიძე

ცხოვრების ჯანსაღი წესი ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ეს თანაბრად კარგია როგორც ჯანმრთელობისთვის ასევე, ჩვენი გარეგნობისთვის. თუმცა, ჯანსაღი კვებისა და მთლიანად, ცხოვრების ჯანსაღი წესის გარდა, არის კიდევ რამდენიმე რჩევა, რომელიც  სიბერის გარეგნული ნიშნების შეჩერებაში დაგვეხმარება.

 პირველი:

ნუ იძინებთ გულდაღმა-ბალიშში ჩამხობილი. ყველაზე სასარგებლო, გულაღმა - ზურგზე დაწოლილი ძილია. სხვათაშორის, გულაღმა ძილი სასარგებლოა არამარტო იმისათვის, რომ პირველი ნაოჭები რაც შეიძლება გვიან გაგვიჩნდეს არამედ იმისთვისაც, რომ  კისრისა და ზურგის ტკივილების პრობლემები არ შეგვექმნას. გარდა ამისა, ყოველთვის აუცილებლად უნდა გეძინოთ მინიმუმ 7-8 საათი.

 მეორე:

წლის ცხელ დროს არ დაივიწყოთ მზისგან დამცავი საშუალებების შესახებ. ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავო ფილტრები აუცილებლად უნდა იყოს თქვენს სახის, ხელის და ასევე, ტუჩის საცხებში.

 მესამე:

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საცხი ესაჭიროება არამარტო სახეს. ისინი აუცილებელია ტანისთვისაც, რადგან დატენიანება და კვება ესაჭიროება არამარტო სახის არამედ, მთელი სხეულის კანის საფარველსაც.

 მეოთხე:

საცხები არ შეიზილოთ არც სახეზე და არც, სხეულზე. ნებისმიერი ტიპის საცხი როგორც სახეზე ასევე მთელს სხეულზე, დაიტანეთ მსუბუქი, მასაჟის ტიპის მოძრაობებით.  მაგალითად სახეზე, იდეალური იქნება თუ საცხს დაიტანთ არათითით რადგან  ცნობილია, რომ თითებს შორის სწორედ ისაა ყველაზე „უღონო“. შესაბამისად, სახეზე საცხის წასმისას სახის კანს ყველაზე ნაკლებად დააზიანებს.

 მეხუთე:

სახეზე საცხის წასმისას ყოველთვის გახსოვდეთ ე.წ. სამასაჟე ხაზები - სწორედ მათი მიმართულებების გათვალისწინებით უნდა წაისვათ საცხი, დაიტანოთ  მაკიაჟი დილით და ჩამოიბანოთ სახიდან ყოველგვარი კოსმეტიკა საღამოს.

 მეექვსე:

არასოდეს დაიძინოთ კოსმეტიკით. როგორი დაღლილიც უნდა იყოთ, დაძინებამდე ყოველთვის აუცილებლად ჩამოიბანეთ კოსმეტიკა სახიდან წყლით ან თქვენი კანის ტიპის შესაბამისი რომელიმე სხვა საშუალებით.

 მეშვიდე:

ყურადღება მიაქციეთ მიმიკას, რადგან მიმიკური ნაოჭები ყველაზე ადრე ჩნდება. შეეცადეთ ისაუბროთ მიმიკის გარეშე. 

 მერვე:

კანს აუცილებლად სეზონური პირობების მიხედვით უნდა მოუაროთ რადგან წლის სხვავასხვა დროს სახის და ტანის კანს სხვადასხვაგვარი მოვლა ესაჭიროება. მაგალითად ზამთარში, ორგანიზმი გაძლიერებულად კარგავს სითხეს და მას, განსაკუთრებული დამატენიანებელი საშუალებებით უნდა მოვუაროთ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1901
EUR3.5149
GBP3.9334
RUB4.4993
თბილისი 17°-29°
ქუთაისი 15°-32°
ბათუმი 15°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia