www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:02 13.06.2014
რომელ ასაკში როგორი მობილური ტელეფონი უნდა ჰქონდეს მოზარდს?
მშობლები.ჯი

უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს მობილური ტელეფონი - ამ კითხვაზე დადებით პასუხსაც ბევრს მოისმენთ და უარყოფითსაც. სამაგიეროდ, თუ სკოლის მოსწავლეებს გადაავლებთ თვალს, მიხვდებით, რომ მშობლების უმრავლესობა აშკარად დადებითი პასუხისკენ იხრება. 

რომელი ასაკიდან შეიძლება, რომ ბავშვმა ტელეფონი ატაროს. ამ საკითხს ყველა მშობელი ინდივიდუალურად წყვეტს. ზოგიერთ ოჯახში 5 წლის ბავშვსაც ტელეფონი აქვს მხოლოდ იმისთვის, რომ თავი შეიქციოს და ხანდახან ბებია-ბაბუას დაურეკოს. რეალურად, ამ ასაკში ბავშვს ტელეფონი არ სჭირდება, რადგან ის მუდმივად უფროსების მეთვალყურეობის ქვეშაა. და თანაც, თუ მობილური ტელეფონის მავნებლობას გავითვალისწინებთ, არც არის სასურველი ბავშვის მასთან ასეთი სიახლოვე.

სამაგიეროდ, როცა საქმე სკოლის მოსწავლეს ეხება, მისი ყიდვა უფრო გამართლებულია. 

თუ ამის საჭიროება დადგა და ბავშვისთვის ტელეფონის შეძენა გადაწყვიტეთ, სჯობს სწორად შეარჩიოთ. 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა ბავშვისთვის მობილურს ყიდულობთ?

როგორი უნდა იყოს პირველკლასელის მობილური ტელეფონი

სასურველია, მონოლითური კორპუსის მტვერგამძლე, ნესტგამძლე და დარტყმაგამძლე აპარატი. შეიძლება ცოტა ძვირი ღირდეს, სამაგიეროდ, ბავშვს რამდენიმე წლის განმავლობაში მოემსახურება. უფრო ძვირფასი ტელეფონის შეძენა ამ ასაკისთვის მართლაც არ ღირს, რომ არც მისი შემთხვევით გაფუჭება და დაზიანება დაგენანოთ და არც უფროს მოსწავლეებს გაუჩნდეთ ცდუნება და არ წაართვან ან მოპარონ ის. სამაგიეროდ, ნურც ხარისხის ხარჯზე გააკეთებთ ეკონომიას, რადგან ეს ბავშვის ჯანმრთელობასთანაა პირდაპირ კავშირში.

ტელეფონის დისპლეი საკმარისად დიდი უნდა იყოს, რომ ბავშვს მოკლე ტექსტური შეტყობინების კითხვისას ან მორიგი თამაშისას თვალების დაძაბვა არ უხდებოდეს. 

ჯობს შეიძინოთ შავ-თეთრი ეკრანის მქონე აპარატი, რომელიც უფრო კონტრასტულია. ბავშვისთვის ტელეფონის ყიდვისას დამატებით ფუნქციებზეც უნდა იფიქროთ, ესაა რადიო და ფანარი. ინტერნეტში ჩართული ტელეფონი კი ნამდვილად არ სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯერ ერთი, მისი ანგარიშის შესავსებად სოდილური თანხების გადახდა მოგიწევთ, რადგან ბავშვი თავიდან ფეხებამდე გლობალურ სივრცეში ჩაიძირება, და თანაც, სრულიად ვერ გააკონტროლებთ, რას ნახავს იმ სივრცეში და რით დაინტერესდება. 

ყურადღება მიაქციეთ პოლიფონიურ ზარებს. ტელეფონის ზარი ხმამაღალი უნდა იყოს, რათა ბავშვს ყოველთვის ესმოდეს. 

თანაც, ასეთ შემთხვევაში მინიმალური დატვირთვა ექნება ელემენტებს, რადგან ამ ასაკში ბავშვები ტელეფონზე ცოტას საუბრობენ. დღე-ღამეში მაქსიმუმ 1-2 საათის განმავლობაში. 

ტელეფონი 10-12 წლის ბავშვისთვის

თუ ბავშვს დაწყებით კლასში უბრალო მოდელი ჰქონდა, 10-12 წლისა ისეთ ტელეფონს მოინდომებს, რომელსაც ბევრი დამატებითი ფუნქცია ექნება, თან თანატოლების მობილურებისგანაც განსხვავებული იქნება. ამ ასკის ბავშვისთვის ტელეფონის შეძენისას ჯობს, თავად ბავშვის აზრით დაინტერესდეთ. დიზაინი მნიშვნელოვანია, რადგან გვინდა თუ არ გვინდა, ამ ასაკში მობილური იმიჯისა სტატუსის განმსაზღვრელი ატრიბუტია. შემდეგ ყურადღება კლავიატურაზე გაამახვილეთ. ის საკმაოდ დიდი უნდა იყოს - ამ ასაკში ხომ ბავშვები დღეში უამრავ SMS-ს წერენ. დიდი ეკრანი კვლავაც აქტუალურია. MP3 ფუნქცია, USB და ფოტოკამერა - ეს აუცილებელი ფუნქციებია. ყურადღება მიაქციეთ, რომ კვების ელემენტი 5-6-საათიან სასაუბრო დროზე იყოს გათვლილი. 

მობილური უფროსკლასელთათვის

იდეალურ შემთხვევაში 14-15 წლის მოზარდმა მოდელი თავად უნდა აარჩიოს. ამ ასაკში უფროსებზე კარგად ერკვევიან მოდელების ნაკლსა თუ ღირსებებში, თუმცა მათი შერჩევის კრიტერიუმები შესაძლოა, შეუფერებელი აღმოჩნდეს. მაგალითად, შეიძლება აირჩიოს ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი, რომ მერე კლსში ყველაზე ”მაგარი ტიპი” გამოჩნდეს. ამიტომ, თუნდაც მეტერიალური შესაძლებლობა ხელს გიწყობდეთ, ნუ უყიდით ძალიან ძვირად ღირებულ ტელეფონს. რაც შეეხება ფუნქციებს, აქ უკვე მეხსიერების ბარათი ერთვება, მისი მოცულობა 2 GB-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ტელეფონი აღჭურვილი უნდა იყოს WI-FI  და DPRS სისტემით. ამით ბავშვს ნამდვილად გაახარებთ, თუმცა დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ტელეფონი მისი დროსი უმეტეს ნაწილს არ წაიღებს და მავნე ჩვევად არ იქცევა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9608
EUR3.2699
GBP3.6874
RUB4.6206
თბილისი 13°-27°
ქუთაისი 15°-22°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia