www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:55 23.11.2012
ჯაჭვლიანის შემდეგ, ძვირადღირებული ჯიპი მინისტრმა მარგველაშვილმაც იყიდა?!
"ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება"
ნათია ლაბაძე

„ქართული ოცნება“ ხალხს არა, მაგრამ ივანიშვილის მინისტრებსა და უმრავლესობის წევრებს ნამდვილად აუხდათ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ახალი ჯიპი - „ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200“ იყიდა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა (ის ახალი ჯიპით პარლამენტშიც მივიდა). როგორც ჩანს, ჯაჭვლიანი, 70 ათას დოლარიანი ჯიპით უფრო მეტად იზრუნებს გლდანელებზე.

თუმცა, ოცნებაახდენილი გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი  არ არის ერთადერთი, ვინც არჩევნების შემდეგ ძვირადღირებულ მანქანას „მოაჯდა“.

ჩვენი ინფორმაციით, 135 ათასად „რენჯ როვერის“ ჯიპი შეიძინა განათლების მინისტრმა და ნინო ბურჯანაძის ფავორიტმა, გიორგი მარგველაშვილმა. მარგველაშვილი, რომელიც გამინისტრებამდე ჟანგიანი „ნისანით“ დადიოდა, ახლა ინგლისის სიამაყით - „რენჯ როვერით“ ივლის.

„ამჟამად სამსახურის მანქანით დავდივარ, მანამდე კი, ჩემი ძველი მანქანით ვმოძრაობდი. ბოლოს, ავტომანქანა 1999 წელს ვიყიდე“ - ასე გვიპასუხა განათლების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა კითხვაზე - როდის და რამდენად იყიდეთ „რენჯ როვერის“ ახალი ჯიპი?

სავარაუდოდ, მარგველაშვილმა მანქანა მეგობარზე გადააფორმა და ახალ შენაძენს ამიტომაც მალავს. ქონების სხვაზე გადაფორმება ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქაში იყო აპრობირებული.

თბილისის იმდროინდელი პოლიციის უფროსი, სოსო ალავიძე, რომელიც საზოგადოებას არწმუნებდა, რომ „ხელფასზე ცხოვრობდა“, ფეშენებელურ აგარაკებს სიდედრსა და სიდედრის ნათესავებზე აფორმებდა.

რაც შეეხება „მეოცნებეებს“... ივანიშვილის ფულებს დახარბებულმა ახალი ხელისუფლების წევრებმა, ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენა ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყეს. მაგალითად, ოლიგარქის მიერ გადარიცხული მილიონებიდან, დავით უსუფაშვილმა და თინა ხიდაშელმა, „ტოიოტას“ ცენტრიდან „პრადო“ და „ქამრი“ გაიყვანეს.

იხილეთ სოსო ჯაჭვლიანის 70 ათას დოლარიანი ჯიპის ფოტო 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9633
EUR3.2697
GBP3.7957
RUB4.6355
თბილისი 3°-17°
ქუთაისი 8°-24°
ბათუმი 13°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia