www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
19:05 29.11.2012
კახა ბექაური „მეცხრე არხიდან“ მიდის და ჟურნალისტებიც მიჰყვებიან
დალი დვალი

დღეს, ცხრასაათიან საინფორმაციო გამოშვებაში „მეცხრე არხის“ ჟურნალისტები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, ვინ დატოვებს ტელეკომპანიას მის დირექტორთან, კახა ბექაურთან ერთად. უკვე თითქმის დადასტურებულია (ტელეკომპანიის ჟურნალისტების მხრიდან პირადი საუბრების დონეზე), რომ თანამდებობას ბექაურთან ერთად დატოვებს საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე.

კახა ბექაურმა, რომელიც თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ ჯერ კიდევ გუშინ გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებდა, დღეს განაცხადა, რომ არხიდან რეორგანიზაციის გამო მიდის. ჯერჯერობით ცნობილი არ არის დეტალები, არხიდან წასვლა თავად ბექაურის გადაწყვეტილებაა, თუ ივანიშვილის ოჯახის, რომელიც ტელეკომპანიის მფლობელია. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ გუშინ ბექაურის წასვლის შესაძლო მიზეზად სარედაქციო უკმაყოფილება სახელდებოდა.

როგორც მოგეხსენებათ,  ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ ხშირად ქვეყნდებოდა წერილები, სადაც აღწერილი იყო ის შიდა დაპირისპირება, რომელიც არსებობდა ერთი მხრივ, ბექაურ-ხუხაშვილსა და, მეორე მხრივ კი ბექაურ-ელიაშვილს შორის. ასევე წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნდა ფარული აუდიოჩანაწერიც, სადაც გია ხუხაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დეტალურად არჩევენ „მეცხრე არხის“ ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებას.

გია ხუხაშვილის პათოსში, მისი საუბრის დეტალებში ცალსახად იკვეთება, რომ ის ტელევიზიის კურატორად უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ხელდასხმული. ამავე დროს, ჩანაწერში აშკარად ჩანს მოსაუბრეთა ირონიული, დამცინავი დამოკიდებულება კახა ბექაურის პერსონისადმი. რაც შეეხება ლუბა ელიაშვილს, ღარიბაშვილი მასზე კითხულობს: „ლუბა მოაგვარებს მერე?“, ხუხაშვილი კი პასუხობს, რომ ლუბა ვერ მოაგვარებს, მაგრამ სიტუაციას დაალაგებს...

დღეიდან „მეცხრე არხის“ დირექტორის მოვალეობას სწორედ ლუბა ელიაშვილი შეასრულებს, რომელიც მანამდე დირექტორის მოადგილე იყო. რა ბედი ელის „მეცხრე არხს“, ჯერაც გაურკვეველია. შესაძლოა, არც ის ხმები აღმოჩნდეს საფუძველს მოკლებული, რომ როგორც „მეცხრე არხი“, ასევე „ინფო9“ მხოლოდ წინასაარჩევნოდ შექმნილი მედიასაშუალებები იყო და არჩევნებში სრულიად მოულოდნელი გამარჯვებისა და, რაც მთავარია, პრეზიდენტის მხრიდან ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ ამ არხების ფუნქციონირება ივანიშვილს აღარ უღირს.

ხარჯს რომ სულაც თავი გავანებოთ (რა თქმა უნდა, როგორც სხვა ტელევიზიების უმრავლესობა, „მეცხრე არხიც“ დოტაციაზეა), უკვე პრემიერ ივანიშვილს მხრებზე მძიმედ აწევს, რომ „მეცხრე არხი“ მისი მეუღლის კუთვნილი ტელევიზიაა. თუმცა, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ როცა „მისი ოჯახის კუთვნილ ტელევიზიაზე“ წინასაარჩევნო პერიოდში, ერთ-ერთი რეგიონალური შეხვედრის დროს „რეალ ტვ“-ს ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა, ივანიშვილმა თითი დაუქნია: „რომელი ჩემი ტელევიზია? კარგად გაერკვით და მერე დასვით შეკითხვა, სასაცილო მდგომარეობაში თავს ნუ ჩაიგდებთ...“

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 14°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia