www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:32 07.12.2012
რა ჭამა სამართალმა - პური თუ ოცნება?
ნოდარ როგორი???
ფინანსთა მინისტრმა ხადურმა, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უმცირესობის წევრის, დეპუტატ გოგა ხაჩიძის მამას, ქონება მიწის ნაკვეთის გადაუხდელობის გამო დაუყადაღეს. 

„მას ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რომლის გადასახადი უნდა გადაეხადა 15 ნოემბრამდე. გადასახადის ოდენობა 250 ლარია. როგორც კი გადასახადს გადაიხდის, ყადაღაც მოეხსნება“, - განაცხადა ხადურმა. 

ხაჩიძის მამის ქონების დაყადაღების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. როგორც დეპუტატი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერდა: „დამირეკა მამაჩემმა და მითხრა, რომ ახლა გადასცეს, ფინანსთა სამინისტროს რომელიღაც სამსახურის ოფიციალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია რომ მისი უძრავი ქონება სრულად დაყადაღებულია". 

შერჩევითი სამართალი

უმცირესობის წევრები მიიჩნევენ, რომ ხაჩიძის ჯერ სახლის გაჩხრეკა სასამართლოს ორდენის გარეშე, შემდეგ კი მისი მამის ქონების დაყადაღება, პოლიტიკური რეპრესიების შემადგენელი ნაწილია. ნაციონალური მოძრაობის წევრთა განცხადებით, რეპრესიული მანქანა ხაჩიძის წინააღმდეგ, დეპუტატის აქტიურობის შედეგია. 

ფაქტი ერთია: ხაჩიძეს, ქონება 250 ლარის გადაუხდელობის გამო დაუყადაღეს. სამაგიეროდ, მე-9 არხის ტელე-წამყვანისა და ივანიშვილის მხარდამჭერის, ეკა ბერიძის შვილს, რომელმაც მიმტანი დანით დაჭრა, ახალმა ხელისუფლებამ ძებნილის სტატუსი მოუხსნა. 

ხოლო ივანიშვილის მხარდამჭერის, ლევან გაჩეჩილაძის შვილი, რომელმაც ერთ-ერთი კაფის დაცვა ასევე დანით დაჭრა, პროკურატურამ საერთოდ გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან (აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება არ მოითხოვა). მას მხოლოდ 5 ათასი გირაოს გადახდა აკმარეს. 

P.S: აღსანიშნავია, რომ დეპუტატის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების ფონზე, პრობლემას ვერ ხედავს „ქართული ოცნების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი, სოზარ სუბარის კადრი უჩა ნანუაშვილი. მისი განმარტებით, ახალი ხელისუფლება პოლიტიკურ რეპრესიებს არ ახორციელებს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9626
EUR3.2657
GBP3.6745
RUB4.6163
თბილისი 14°-27°
ქუთაისი 14°-28°
ბათუმი 21°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia