www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:26 10.12.2012
"...ეს არის საქართველოში განხორციელებული ყველაზე დიდი მასშტაბური კორუფციული სქემა"
"მშენებლობებით 6 200 ოჯახი დაზარალდა, რომლებმაც ბინათმშენებლობებისთვის 310 მილიონი დოლარი გადაიხადეს"
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ" სასტუმრო "რედისონში" დღეს ანგარიში წარმოადგინა - "ცენტრ-პოინტი ჯგუფი" – ყველაზე დიდი სამშენებლო სკანდალი საქართველოში". 

ანგარიში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში წარმოადგინა. ანგარიშის პრეზენტაციას ადამიანის უფლებათა დამცველები, კომპანია "დექსუსის" წარმომადგნელები და დაზარალებულები ესწრებოდნენ. 

ანგარიში ლაშა გოგიძემ წარადგინა. მასში დეტალურად არის საუბარი "ცენტრ-პოინტის" დაფუძნებაზე, მის მიერ მშენებლობათა წარმოებაზე და კრიზისულ პერიოდებზე. გოგიძის თქმით, მშენებლობებით 6 200 ოჯახი დაზარალდა, რომლებმაც ბინათმშენებლობებისთვის 310 მილიონი დოლარი გადაიხადეს. 

ანგარიშის მიხედვით, 2008 წლის შემდეგ შეჩერდა 30 ობიქეტის მშენებლობა, 2010 წლიდან კი "ცენტრ-პოინტის" მართვა "დექსუსმა" გადაიბარა, რომელსაც 2013 წლის ბოლომდე დაუმთავრებელი ობიექტები უნდა დაესრულებინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღეისთვის მხოლოდ 8 ობიექტია დასრულებული, 7 კორპუსის მშენებლობა კი მიმდინარეობს. 

გოგიძის განცხადებით, "დექსუსმა" დაზარალებულებს მძიმე პირობები წაუყენა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში კვადრატულ მეტრზე დამატებით 100-200 დოლარის გადახდას გულისხმობდა. მისი თქმით, აღნიშნული დაზარალებულებისთვის მიუღებელია.

ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, კომპანია "ცენტრ-პოინტმა" ე.წ. პირამიდის სქემა გამოიყენა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" რეკომენდაციით, დროულად უნდა მოხდეს ყველა დაზარალებულის საქმის გამოძიება, აშენებული ბინების დარეგისტრირება და კომპენსაციის გადახდა. 

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ საკითხით უნდა დაინტერესებულიყვნენ სამართალდამცავი ორგანოები, თუმცა ხელისუფლებასთან კომპანიის ხელმძღვანელი პირების იყვნენ დაახლოებული და აღნიშნული საქმეების განხილვა დღემდე არ მომხდარა. გიგაური მიიჩნევს, რომ "ცენტრ-პოინტის" მშენებლობების საქმით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

თავად დაზარალებულები კი აცხადებდნენ, რომ ეს არის საქართველოში განხორციელებული ყველაზე დიდი მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელშიც ჩართული იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურები. 

კომენტარი გააკეთა "დექსუსის" ხელმძღვანელმა ირაკლი კილაურიძემ. ის დადებითად აფასებს პროცესში არასამთავრობოების ჩართვას. ამასთან, კილაურიძის თქმით, "დექსუსი" დაეხმარა "ცენტრ-პოინტს", გამოსულიყო მძიმე მდგომარეობიდან და ორი წლის განმავლობაში 2 200 მომხმარებლისთვის დასრულდა მშენებლობები, რაც დაზარალებულთა 2/3 შეადგენს.

ipn

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9736
EUR3.2888
GBP3.8544
RUB4.6555
თბილისი 1°-12°
ქუთაისი 6°-18°
ბათუმი 10°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia