www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
20:29 19.12.2012
ნიკა გვარამია, ალეკო ხეთაგური, კახა დამენია და დევი კანდელაკი წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს
ყოფილი მაღალჩინოსნები, ალეკო ხეთაგური, ნიკა გვარამია, კახა დამენია და დევი კანდელაკი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობიდან წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბარში ნიკა გვარამიას ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამია დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და ადვოკატი ამ იზოლატორთან ცოტა ხანში აპირებს მისვლას.

რაც შეეხება დანარჩენ პირებს, ცნობილია, რომ ისინიც წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები, თუმცა, ზუსტად რომელში, ეს ჯერ ცნობილი არ არის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული და განხორციელებული დანაშაულებრივი სქემა.

დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი და დაკავებული არიან: საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსებისა ასევე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია, "ხრამჰესი 1," "ხრამჰესი 2", შპს "მტკვარი ენერგეტიკის" და კომპანია "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, შპს "ელენდეფ სერვისის" დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, სააუდიტო კომპანია "გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის" დამფუძნებელი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია.

IPN

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8647
EUR3.2024
GBP3.8341
RUB4.6032
თბილისი 4°-14°
ქუთაისი 8°-17°
ბათუმი 12°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia