www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:49 20.02.2013
ბაჩანა ახალაიას, გიგი კალანდაძის და ზურაბ შამათავას წინასასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს, 20 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბრალდებით დაკავებული შს ყოფილი მინისტრისა და თავდაცვის სამინისტროს ექს-მაღალჩინოსნების გიორგი კალანდაძის და ზურაბ შამათავას წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

ბაჩანა ახალაიას უფლებადამცველის განმარტებით პროცესზე საქმის არსებითი განხილვა არ მოხდება და საუბარი შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებლობის საკითხს.

შეგახსენებთ, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების საქმესთან დაკავშირებით პირველი სასამართლო პროცესი 25 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურატურის მოთხოვნით მოსმენის თარიღი ორჯერ შეიცვალა. ახალაიას ადვოკატების განმარტებით, პროკურატურას სასამართლო პროცესის დაწყების თარიღის გადავადება მოუმზადებლობისა და მტკიცებულებების არარსებობის გამო დასჭირდა.

მთავარ პროკურატურაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება გასული წლის ნოემბრის თვეში, ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ დაიწყო. ზემოხსენებული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.

პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს. ამასთან. ბაჩანა ახალაიამ ერთ-ერთ სამხედრო პირს - შოთა ბედოშვილს - დანის ტარი თავში ჩაარტყა.

აღნიშნულის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვაზიანში დისლოცირებულ მე-4 ბრიგადაში გადაიყვანა. აქ, ბრიფინგის ოთახში მათ კვლავ სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ დაზარალებულთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა მე-4 ბრიგადის პირადი შემადგენლობის, დაახლოებით 20-30 კაცის წინაშე, ეზოში (ე.წ. „პლაცზე") მოწყობილი სამხედრო მოსამსახურეების თვალწინ.

გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნენ ბაჩანა ახალაია, ზურაბ შამათავა და გიორგი კალანდაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით. კალანდაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გადახდა, ხოლო ახალაიას - წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

"ჯი-ეიჩ-ენი"

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9354
EUR3.2583
GBP3.5589
RUB4.4507
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 21°-31°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia