www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:00 21.02.2013
პრეზიდენტის ღია წერილი პარლამენტს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავს, სადაც პრეზიდენტი დეპუტატებს მოუწოდებს, უზრუნველყონ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის დაცვა და დანიშნონ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი.

მიხეილ სააკაშვილი: "უპირველეს ყოვლისა, გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, როგორც ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს და მოგმართავთ თქვენ - ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს.

მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია, რომლის დაცვა საქართველოს თითოეული მოქალაქის, მათ შორის, უწინარესად, ქვეყნის ხელმძღვანელი პირების უმთავრესი ვალდებულებაა.

ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა, დაცული იქნეს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც, ერთი მხრივ, ქვეყნის პირველ პირს ავალდებულებს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსა და საზოგადოებას; მეორე მხრივ, კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტს მოუსმინოს საქართველოს პრეზიდენტს.

მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის ამ ნორმის დაცვით, ცოტა ხნის წინათ შექმნილ ბევრ გართულებას ავიცილებდით თავიდან.

საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მისი აღსრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი საქართველოს პარლამენტსაც ეკისრება.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მოსმენა უახლოეს მომავალში უნდა შემდგარიყო.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის დაცვა და დანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი.

ჩვენი მხრივ, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი დაიცავს ქვეყნის ძირითად კანონს და როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, ისე ჩვენს ხალხს მიეცემა საშუალება მოისმინოს საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

პატივისცემით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი".

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-26°
ქუთაისი 13°-23°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia