www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:38 26.02.2013
ადვოკატი თენგიზ გუნავას საქმეში მონაწილე პოლიციელების დაკავებას მოითხოვს
interpressnews
ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას საქმეში მონაწილე პოლიციელების დაკავებას მოითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გუნავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, პროკურატურის მიერ საქმეზე გამოტანილი დადგენილების მიხედვით აშკარაა, რომ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

"მართალია, გამოძიებამ ვერ დაადასტურა, რომ გუნავას ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდეს, მაგრამ არც ის დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავად ჰქონდა იარაღი და ნარკოტიკი. ამას ბევრი გარემოება ცხადყოფს, მათ შორის ის, რომ გუნავას შარვალზე მეტალიზაციის კვალი არ აღმოჩნდა, რაც, მას რომ იარაღი ჰქონოდა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება პოლიციელებს - გამოძიების მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაშიც ნათქვამია, რომ მათ განზრახ შეიყვანეს ოქმში არასწორი მონაცემები და გააყალბეს. ამასთან, წერია, რომ გუნავას ნიღაბი ჩამოაცვეს. რა თქმა უნდა, მათ დაკავებას მოვითხოვთ. ადამიანებს იჭერენ ჩვენების შეცვლისთვის და პოლიციელი რომ განზრახ დოკუმენტს გააყალბებს, ეს დანაშუალი არ არის? უფლებამოსილების გადამეტება სხვა რა არის?", - აღნიშნა ველიჯანაშვილმა. 

პროკურატურამ თენგიზ გუნავას ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის საჩივარზე, რომელიც შეეხებოდა გუნავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, გამოძიება დაასრულა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თენგიზ გუნავას დაკავება და ჩხრეკა დარღვევებით წარიმართა, თუმცა მისთვის იარაღის და ნარკოტიკის ჩადება არ დასტურდება.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ თენგიზ გუნავას დაკავება და ჩხრეკა განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, გამოძიებით არ დასტურდება დაკავებისას თენგიზ გუნავასთვის ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული საშუალების ჩადების, ასევე სამინისტროს შენობაში მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი სითხის იძულებით დალევინების ფაქტები.

აღსანიშნავია, რომ გუნავას აყვანისას დაშვებული გადაცდომების გამო, შს მინისტრის ბრძანებით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი სამსახურიდან 21 დეკემბერს გათავისუფლდა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8647
EUR3.2024
GBP3.8341
RUB4.6032
თბილისი 2°-13°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 7°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia