www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:44 26.02.2013
Europolitics - საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციისკენ წაიწია

საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომის საქართველოში ვიზიტს ევროპული გამოცემა Europolitics-ი აშუქებს. გამოცემა აქვეყნებს ნატალი ვანდისტატის წერილს სათაურით - "საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციისკენ წაიწია".

როგორც სტატიაში აღნიშნული, დიალოგის ნაწილი 2012 წლის იანვარში დაიწყო, 25 თებერვალს კი, საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, სესილია მალმსტრომმა საქართველოს ხელისუფლებას სამოქმედო გეგმა წარუდგინა ევროკავშირში ტურისტული ვიზების ლიბერალიზაციის სამომავლო პროგრესის უზრუნველყოფის მიზნით. 

თბილისში ვიზიტის დროს მალმსტრომი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს შეხვდა.

"საგზაო რუკა აგებულია გასატარებელი ზომების ოთხ ჯგუფზე, რომელიც უკავშირებდა დოკუმენტების უსაფრთხოებას, სასაზღვრო და საიმიგრაციო მენეჯმენტს, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, ასევე საგარეო ურთიერთობების საკითხებს. საქართველოს ხელისუფლებას ასევე სჭრიდება ამ დიალოგის კონტექსტში გატარებული სხვა რეფორმების გაგრძელება: კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მონაცემთა დაცვა, უმცირესობის დაცვა ისევე, როგორც სასამართლო რეფორმა მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით", - აღნიშნავს ნატალი ვანდისტატი. 

Europolitics-ს ევროკომისიის განცხადებასაც ავრცელებს:"კომისია რეგულარულად შეაფასებს საქართველოს მიერ ამ კრიტერიუმების ეფექტურად და თანმიმდევრულად შესრულებას. ევროკომისარი ასევე გეგმავს შეხვდეს ადგილობრივი არასამთავრობოების წევრებს, რომლებიც საიმიგრაციო, ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამართლიანი მმართველობის საკითხებზე მუშაობენ".

ნატალი ვანდისტატი აღნიშნავს, რომ 2012 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები პირველი მშვიდობიანი არჩევნები იყო. სტატიაში აღნიშნულია, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია დაამარცხა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც იყო შევიწროებისა და დაშინებების შემთხვევები. 

"ახალი ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყო საპატიმროებში პატიმართა წამებისა და ცუდი მოპყრობისთვის ბოლოს მოღება და სასამართლოს დამოუკიდებლობა", - ნათქვამია წერილში.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ქართველი მოგზაურები უკვე სარგებლობენ "გამარტივებული სავიზო რეჟიმით", რომელიც 2011 წელს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შედეგად იყო მიღწეული რეადმისიის ხელშეკრულების სანაცვლოდ. ტურისტები მოკლევადიან ვიზაში უფრო ნაკლებს იხდიან და შეღავათიანი გადასახადია დაწესებული მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიაზე. შეთანხმების საფუძველზე, ასევე დაჩქარებულია ვიზის მიღების პროცედურები. 

"იმავე რეგიონში, კომისია მოლაპარაკებებს მართავს ასევე სომხეთთან, აზერბაიჯანთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან და რუსეთთან. ასევე იმედოვნებს მოლაპარაკების დაწყებას ბელორუსთან", - წერს ნატალი ვანდისტატი.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7756
EUR3.1001
GBP3.5153
RUB4.3239
თბილისი 13°-23°
ქუთაისი 14°-23°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia