www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:55 27.02.2013
რიჩარდ ნორლანდი - პატრიარქს საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალიან აღელვებს
interpressnews

საქართველოს პატრიარქს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ძალიან აღელვებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს დღეს სასტუმრო "რედისონში", პატრიარქთან გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.

ელჩის თქმით, პატრიარქმა ის და მისი მეუღლე გულთბილად მიიღო, შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ზოგადად რეგიონულ სურათს, ასევე პატრიარქის უკანასკნელ ვიზიტს მოსკოვში და ადგილობრივ პოლიტიკურ სიტუაციას.

"პატრიარქს ძალიან აღელვებს საქართველოში არსებული მდგომარეობა. მასთან საუბარი ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი იყო, რადგან მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ პერიოდში ძალიან დიდი მოთმინებაა საჭირო. პატრიარქს ძალზე უყვარს საკუთარი ქვეყანა. შევეხეთ იმ გამოწვევებს, რომელიც არის კოჰაბიტაციის წარმატებულად გაძღოლის გზაზე.

პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი წარმატებულად წარიმართება და ჩვენ გვქონდა სრული თანხვედრა ხედვაში იმაზე, რომ ლიდერები ორივე მხარეს მუშაობენ და ეძებენ გამოსავალს, რომ ამ საკითხში წინსვლა იყოს. ასევე ჩვენი პოზიციები ემთხვევა იმაზე, რომ მისაღწევია ბალანსი, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანობა და ამავე დროს იქნება პატიების გრძნობაც, რომ პროცესი შურისძიებაში არ გადაიზარდოს", -აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და მის მეუღლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ საპატრიარქოში უმასპინძლა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
ვალუტა ამინდი
USD2.8718
EUR3.1127
GBP3.7402
RUB4.5228
თბილისი -2°-4°
ქუთაისი 4°-11°
ბათუმი 3°-8°
მთავარი