www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:31 04.03.2013
პარლამენტი სასჯელის უპირობო შეკრებითობის გაუქმებაზე მსჯელობას იწყებს
interpressnews

პარლამენტი სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმების თაობაზე მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს. ცვლილებები "სისხლის სამართლის კოდექსში" და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შედის, რომელსაც დღეს პირველი მოქმენით იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს. 

პროექტის თანახმად, დანაშაულის ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს, ან ნაწილობრივ ან მთლიანად ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბება. ამასთან, რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა 30 წელს არ უნდა აღემატობოდეს.

რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობას, პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრება ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამ შემთხვევაშიც არჩევანს მოსამართლე კონკრეტული საქმის, კონკრეტული გარემოებებისა და განსასჯელის პიროვნებიდან გამომდინარე გააკეთებს. აღნიშნული ცვლილებები შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც სასჯელს უკვე იხდიან. კანონპროექტით დად გენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა.

"კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი გაუმართლებლად მკაცრი და არაადეკვატური სასჯელების შეფარდებას იწვევს, რაც თავის მხრივ უსამართლობის განცდას ამკვიდრებს. ამ პრინციპის არსებობა ასევე იწვევს გრძელვადიანი პატიმრების რიცხვის ზრდას და სასჯელაღსრულების სისტემის გადატვირთვას", – განმარტავენ ინიციატივის ავტორები.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-24°
ქუთაისი 12°-29°
ბათუმი 16°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
in[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia