www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:39 06.03.2013
The Economist - ბიძინა ივანიშვილი – პოპულარული მხოლოდ სამშობლოში
interpressnews

ინგლისური გამოცემა The Economist-ი აქვეყნებს სტატიას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე სათაურით: "ბიძინა ივანიშვილი – პოპულარული მხოლოდ სამშობლოში".

"აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემა?" – სვამს კითხვას სტატიის ავტორი. 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამომრჩეველთა შორის მაღალი რეიტინგი და პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ყოლა მიუთითებს, რომ ივანიშვილის პოზიციებს არაფერი ემუქრება სამშობლოში, საქართველოში. თუმცა, როგორც წერილშია აღნიშნული, საერთაშორისო პრესა ისწრაფვის - ივანიშვილი წარმოაჩინოს, როგორც მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც არ ესმის დემოკრატია და საკუთარი მტრების განადგურება სურს. The Economist-ი წერს, რომ რამდენადაც პოლიტიკური კოჰაბიტაცია "ქართულ ოცნებასა" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის ვერ მუშაობს, ქვეყნის იმიჯი მის საზღვრებს გარეთ ზიანდება.

"ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს, რომ ისინი ახალ მთავრობას უცხოელებთან აკრიტიკებენ. იანვარში სააკაშვილმა დაგმო ახალი მთავრობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეა. გასულ კვირას კი, განაცხადა, რომ რუსეთი იმავე ტაქტიკის გატარებას აპირებს აზერბაიჯანის არჩევნებში, როგორიც მან საქართველოში გაატარა: "ოლიგარქები, რუსული კაპიტალი, შანტაჟები და პროვოკაციები". თუმცა, 4 მარტს ბატონმა ივანიშვილმა გაავრცელა საჯარო მიმართვა, სადაც ბოდიშს უხდის საქართველოს მოკავშირეებს პრეზიდენტის საქციელისთვის", - წერს The Economist-ი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის თეატრალურ წარმოდგენებს ივანიშვილი წყობიდან ვერ გამოჰყავს.

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორც საქართველოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, ივანიშვილის მთავრობამ რამდენიმე არასწორი ნაბიჯი გადადგა. ერთობ ნაჩქარევი იყო პარლამენტში "პოლიტპატიმრების" იდენტიფიცირების პროცესის გატარება, თითოეული საქმის სისტემური განხილვის გარეშე. კიდევ ერთი შავი ლაქა იყო ის, რომ მან ვერ შეძლო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" ერთგული ადგილობრივი მთავრობის ჩინოვნიკების დაშინებისთვის ხელის შეშლა. ეს უმოქმედობა, თბილისში ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნასთან ერთად, შეშფოთებას ზრდის შერჩევით სამართალთან მიმართებაში", - აღნიშნულია სტატიაში. 

როგორც The Economist-ის" სტატიაშია ნათქვამი, საქართველოში კანონის დარღვევა პოლიტიკური მიზნებისთვის ხალი არ არის და საარჩევნო კამპანიის დროს ივანიშვილი თავად იყო ამის მსხვერპლი, როცა მისი "ქართული ოცნება" თითქმის 100 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. გაზეთს ირაკლი ოქრუაშვილის მაგალითიც მოჰყავს, "რომელიც ნამდვილად არ არის ანგელოზი", მან 2006 წელს ხელისუფლება დატოვა ოპოზიციური პარტიის ფორმირების მიზნით და მისი გადადგომიდან ერთ კვირაში მასზე გამოძალვის მუხლით აღძრეს საქმე.

ჟურნალისტი იმასაც წერს, რომ გამოსაძიებელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ჩინოსნებისთვის კორუფციასა და ადამიანთა უფლებების დარღვევით წაყენებული ბრალდებები. 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამ საკითხისადმი მთავრობის მიდგომა უფრო საზრიანი გახდა. The Economist-ი წერს, რომ გასულ კვირას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-სა და ნატო-ს შტაბბინას ესტუმრა სასამართლოს რეფორმის განსახილველად, პარლამენტი კი განხილავს კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომელიც შეამსუბუქებს სასჯელს წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის შედარებით დაბალი ინსტანციის ჩინოვნიკებისთვის.

"თუმცა, ჯერ კიდევ მიმდინარე დებატები ამნისტიის შესახებ, ხაზს უსვამს აზრთა უთანხმოებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეობასთან დაკავშირებით", - წერს გაზეთი, რომელიც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 4 მარტს, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა – დაბალი რანგის ჩინოვნიკებმა დანაშაული ჩაიდინეს თუ მათ "თანამედროვე ქართული სახელმწიფო" ააშენეს?

`ბიძინა ივანიშვილი ისწრაფვის, გააუფასუროს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიღწევები. საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ, კერძოდ "ვარდების რევოლუციის" შემდგომ წლებში. გაიზარდა ეკონომიკა, ხდებოდა გადასახადების გადახდა და ამოღება, აღდგა ძირითადი სერვისები", - ნათქვამია სტატიაში. 

თუმცა გაზეთი აღნიშნავს, რომ ძველი პრობლემების გადაჭრისას, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი პრობლემები შექმნა.

"საქართველოს ახალი ხელისუფლება ცდილობს "ვარდების რევოლუციის" შავი ნაწილის წინააღმდეგ ბრძოლას. თუმცა, ის ამას ვერ მოახერხებს "ნაციონალური მოძრაობისგან" მემკვიდრეობით მიღებული ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების გარეშე", - წერს ჟურნალისტი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, საბოლოო ჯამში, "ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეობის პოზიტიურ მხარეებზე უარის თქმა, მარცხის ტოლფასია - ეს ახანგრძლივებს ქართულ პოლიტიკაში არსებულ მწვავე დაპირისპირებას, რაც თავის მხრივ, ჩრდილავს ახალი მთავრობის მიერ გაკეთებულ დადებით საქმეებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, წარსულთან შედარებით, სამთავრობო ინსტიტუტები უფრო მეტად გახსნილები არიან. განიხილება უფრო ძლიერი კანონმდებლობის ჩამოყალიბება, რომელიც მიმართული იქნება მონოპოლიებისა და ბაზარზე ბატონობის წინააღმდეგ. გაზეთი წერს, რომ დაწყებულია რუსეთთან დიალოგი და საკმაოდ დიდია შანსები, რომ ქართული პროდუქტი რუსულ ბაზარზე დაბრუნდება. სამთავრობო კოალიციაში არსებული განსხვავებული მოსაზრებები კი, პოლიტიკური პლურალიზმის იმაზე დიდ ხარისხზე მიუთითებს, ვიდრე ეს "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის დროს იყო დაშვებული. 

"გაუგებარია რა არის, თუ საერთოდ არის, ამ ცვლილებების ძირითადი ხედვა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ამასთან, გაზეთს მოჰყავს კარნეგის მშვიდობის ცენტრის კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც, ქართველების 45% დადებითადაა განწყობილი სტალინის მიმართ, მიუხედავად მისი დანაშაულებებისა. თუმცა ჟურნალისტი კვლევის ავტორებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ქართველები მხარს უჭერენ ავტოკრატულ რეჟიმს, მაგრა ეს ასახავს მომავალთან დაკავშირებით შექმნილ ბუნდოვან სურათს.

"კოალიციის მმართველობის მოუქნელი სტილი, რომელსაც აერთიანებს ხელისუფლებაზე, რესურსებზე წვდომა და სააკაშვილის სიძულვილი, ზრდის მომავალთან დაკავშირებულ გაურკვევლობას. ივანიშვილის ხედვა, თუ როგორ აპირებს "ნაციონალური მოძრაობისგან" მემკვიდრეობით მიღებულ წარმატებებზე დაყრდნობას და არა მხოლოდ მისი წარუმატებელი მმართველობის განეიტრალებას, ერთობ მისასალმებელი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ", - ნათქვამია სტატიაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-23°
ქუთაისი 12°-29°
ბათუმი 16°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia