www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:17 13.03.2013
კახა ბენდუქიძე - გიორგი მარგველაშვილის ადგილას გადავდგებოდი
interpressnews

"თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე განათლების მინისტრს "სამარცხვინო ადამიანს" უწოდებს. როგორც კახა ბენდუქიძემ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით იცრუა.

"გიორგი, შენ ხარ სამარცხვინო ადამიანი, მატყუარა, შენს ადგილას გადავდგებოდი. ასეთი ტყუილები და უხარისხო მუშაობა არ შეიძლება იყოს განათლების სამინისტროში. მე მრცხვენია, რომ ვიცნობდი მას და კარგი ურთიერთობა მქონდა", - აღნიშნა ბენდუქიძემ.

მისივე თქმით, ბრალდება სტუდენტების უფლებების შელახვასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, სტუდენტების გარიცხვა კი სწავლის საფასურის გადაუხდელობის მიზეზით არასოდეს მომხდარა. 

"თუ სტუდენტებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, შინაგანაწესში რაც უნდა ჩავწერო, ეს ხომ ისედაც ბათილია?! ის 609 სტუდენტი, ვინც გაირიცხა ამ წლების განმავლობაში, არიან სტუდენტები, რომლებმაც არ ისწავლეს და ერთ სემესტრში 6-დან 5 გამოცდა ვერ ჩააბარეს. დღესაც არიან სტუდენტები, რომლებმაც ვერ შეძლეს გადახდა, თუმცა, მათ შევთავაზეთ ბიბლიოთეკის გადახარისხებაში მუშაობა, თვეში 200 ლარს ვაძლევთ და მათ აქვთ საშუალება, გადაიხადონ სწავლის საფასური", - აღნიშნა ბენდუქიძემ.

მისივე თქმით, განათლების მინისტრს ეტყობა, რომ კანონმდებლობა არ იცის, რადგან გადავადებული ავტორიზაციის ჩამორთმევა არ არსებობს და ეს სამინისტრომ თავის გასამართლებლად მოიგონა. "პირობიანი ავტორიზაციის ჩამორთმევა არ არსებობს. მინისტრი მიხვდა, რომ ხათაბალაში გაეხვია ჩემთან ბრძოლის პროცესში. აგრარულ უნივერსიტეტს ერთი ყველაზე მსხვილი, 187 კილო ხარვეზი აქვს და მე ვარ ეს მთავარი ხარვეზი. რასაც გვედავებიან, ისეთი სიმართლით იარონ მთელი ცხოვრება მინისტრმაც, ყურაშვილმაც, ვინც შემოწმება ჩაატარა მათაც და პირდაპირ ჯოჯოხეთში წავლენ", - განაცხადა ბენდუქიძემ. 

მისივე თქმით, პროცესი "პოლიტიკურად მოტივირებულია და მუდმივად არსებობს საგანმანათლებლო სივრციდან მისი გარიცხვის მცდელობა".
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9573
EUR3.2796
GBP3.8826
RUB4.6333
თბილისი -1°-7°
ქუთაისი 0°-12°
ბათუმი 3°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia