www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:59 14.03.2013
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდება
interpressnews
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსს, კახა ჩიხრაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება დროებით შეუჩერდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განუცხადა.

მისი თქმით, დღის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმდება დროებითი მმართველობითი საბჭოს წევრთა ვინაობა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ვითარების შესწავლას დაიწყებენ. 

ქაცარავას ინფორმაციით, მმართველობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში კახა ჩიხრაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება დროებით შეუჩერდება.

"ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას და საკრებულოს კახა ჩიხრაძის მიმართ დიდი ნდობა გააჩნიათ. ის საუკეთესო სპეციალისტია. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შექმნილი ვითარების გამო ის დროებით ჩამოსცილდება დაკისრებულ ფუნქციებს და როდესაც მმართველობითი საბჭო დაასრულებს მუშაობას, ის კვლავ დაუბრუნდება სამსახურს",- განაცხადა მამუკა ქაცარავამ.

მისივე ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ყოფილმა ექიმებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს და თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებას სამართლებრივი გზით შეეცდებიან.

როგორც მამუკა ქაცარავა აცხადებს, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი მოწინავე უნდა იყოს და მოსახლეობას ნაკლები პრეტენზიები უნდა ჰქონდეს სამსახურის მიმართ.

"მალე განახლდება საავტომობილო პარკი, ექიმების ეკიპირება და დასრულდება სარემონტო სამუშაოები. ჩვენი მიზანია სასწრაფო-სამედიცინო დამხარების სრულყოფა",-განაცხადა მამუკა ქაცარავამ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9279
EUR3.2365
GBP3.5764
RUB4.4581
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 19°-29°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia